თავში

მთავრობას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კონტროლის გაძლიერებას ურჩევენ

მთავრობას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კონტროლის გაძლიერებას ურჩევენ
მთავრობას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კონტროლის გაძლიერებას ურჩევენ

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის მისაღწევად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. თუმცა, მისივე თქმით, ზედამხედველობა და კონტროლი უნდა გაძლიერდეს, რომ აქამდე დაშვებული შეცდომები გამოირიცხოს და ამავდროულად ხარჯი იყოს გამჭვირვალე.

,,ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება პანდემიის მიუხედავად, რაც კარგი და მისასალმებელია, ვინაიდან ეკონომიკურ ზრდას მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. რეცესიის პირობებში გვჭირდება ისეთო პროექტების განხორციელება, რომელიც ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს. მით უმეტეს, როცა პანდემიაა, ბიუჯეტის დეფიციტი და სხვა, ამიტომ უნდა ფინანსური რესურსი სწორად და მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები - დიდი მაგისტრალები და გზების მშენებლობა, გრძელდება. ასევე უნდა განხორციელდეს ახალი პროექტები და ხარჯი იყოს გამჭვირვალე", - აცხადებს კაპანაძე.

ფინანსისტი აქცენტს აკეთებზე ცუდ გამოცდილებაზეც და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია მკაცრი კონტროლი, რაზეც პროექტების ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

,,სამწუხაროდ, გვახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როცა ესა თუ ის პროექტი ვერ განხორციელდა კარგად, ბევრი ხარვეზი და კანონდარღვევა იყო, რის გამოც ზოგიერთი პროექტი გაჩერდა ან გადაიდო, ზოგ შემთხვევაში, პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა. ამიტომ ტენდერებს უნდა მიექცეს თავიდანვე მეტი ყურადრება, მეტი ზედამხედველობა და კონტროლი დაწესდეს, რათა თვალყური ადევნონ პროექტებს, რომლებზეც ფული იხარჯება სახელმწიფოს მიერ. გვახსოვს შემთხვევა, როცა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობის დროს კომპანია საერთოდ დაიკარგა და მერე თავიდან გახდა ტენდერის გამოცხადება საჭირო, ბევრი მსგავსი ფაქტია, რომელიც არ უნდა დავუშვათ. ამიტომ ვამბობ ასე კატეგორიულად, რომ ყველა მცირე თუ მსხვილ პროექტს სათანადო კონტროლი სჭირდება, რათა ყოველგვარი ხარვეზი და მნიშვნელოვანი დარღვევა გამოირიცხოს", - აცხადებს გიორგი კაპანაძე report.ge-თან.

ცნობისთვის, პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამშენებლო პროექტები გრძელდება და პანდემიის მიუხედავად, 2 მლრდ. 200 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა, რაც არის ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და 80 მილიონით მეტი, ვიდრე ოდესმე იყო ინვესტირებული ინფრასტრუქტურაში.

„ეს არის ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უწყების წარმატება. მე ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს, ყველა უწყებას, თავისივე სფეროებში პანდემიის პარალელურად აქვთ გარკვეული მიღწევები. კიდევ უფრო საამაყოა ჩვენთვის , რომ ამ სირთულეს ჩვენ ვპასუხობთ იმ საქმით, იმ ქმედებებით, რომელსაც ჩვენ პანდემიის მიუხედავად ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system