თავში

რა იდეები შესთავაზეს ახალგაზრდებმა მთავრობას რეგიონების გამოსაცოცხლებად

მთავრობას რეგიონების გამოსაცოცხლებად
რა იდეები შესთავაზეს ახალგაზრდებმა მთავრობას რეგიონების გამოსაცოცხლებად

სპორტული მოედნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინოვაციური გაჩერებები, გასართობი სათავგადასავლო პარკი, ახალი ბულვარი და თანამედროვე ტურისტული ცენტრი, - ეს იდეები, რომელიც მუნიციპალიტეტებში საჯარო სივრცის მოწყობასა და ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება, ახალგაზრდებს ეკუთვნით. ხუთი საუკეთესო პროექტი გამოვლინდა კონკურსის შედეგად, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დანიის მთავრობის ხელშეწყობით ჩატარდა. სულ კონკურსში ხუთი მუნიციპალიტეტის თხუთმეტი ახალგაზრდული გუნდი მონაწილეობდა.

ახალგაზრდული კონკურსი საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში - გარდაბანში, ხაშურში (სურამში), ცაგერში, ტყიბულსა და ჭიათურაში, სექტემბერსა და ოქტომბერში ჩატარდა. ხუთი საუკეთესო ინიციატივა საყოველთაო კენჭისყრის წესით გამოვლინდა, რაშიც 2,300 მოქალაქე ჩაერთო. კონკურსის ფარგლებში ასევე გაიმართა ტრენინგი, რომლის მსვლელობისას ახალგაზრდებმა ადგილობრივი ინიციატივების შემუშავება, წარდგენა და ადვოკატირება ისწავლეს. კონკურსი ჩაატარა ჩეხურმა ორგანიზაციამ „AGORA Central Europe“.

მომავალ წელს კონკურსში გამარჯვებულები ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან, სადაც თანატოლებს შეხვდებიან და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში ახალგაზრდების მონაწილეობის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან.

ახალგაზრდული იდეების კონკურსი გაიმართა UNDP-ის ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 4 მილიონი აშშ დოლარი. ეს თანხა სამ რეგიონს - ქვემო ქართლს, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთს უნდა მოხმარდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system