თავში

მთავრობას საგარეო ვალის მომსახურება 43 მილიონით გაუძვირდა

მთავრობას საგარეო ვალის მომსახურება 43 მილიონით გაუძვირდა
მთავრობას საგარეო ვალის მომსახურება 43 მილიონით გაუძვირდა

2019 წლის ბიუჯეტის კორექტირების გეგმის მიხედვით, მთავრობის ხარჯების 223 მილიონი ლარით ზრდა არის დაგეგმილი.საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირების გეგმა უკვე წარუდგინა.

ბიუჯეტის პროექტისთვის თანდართულ განმარტებით ბარათში წერია, რომ სახელმწიფოს საგარეო ვალის მომსახურება წელს 1,273,000,000 ლარი დაუჯდება, რაც ბიუჯეტის მოქმედ კანონთან შედარებით 43 მილიონი ლარით მეტია.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, საგარეო ვალის მომსახურების ღირებულების ზრდის ძირითად მიზეზს ლარის გაუფასურება წარმოადგენს.

"საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა იზრდება 43.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 273.0 მლნ ლარით. დამატებითი რესურსის გამოყოფის საჭიროება მათ შორის გამოწვეულია ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით", - ნათქვამია დოკუმენტში.

ბიუჯეტის პროექტში ასევე წერია, რომ საგარეო ვალის მომსახურების ზრდასთან ერთად, წელს შიდა ვალის მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა 6 მილიონი ლარით შემცირდება.

"საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 6.0 მლნ ლარით (ეკონომია წარმოიქმნა საპროცენტო განაკვეთების შემცირებიდან გამომდინარე) და შეადგენს 318.0 მლნ ლარს,"- წერია განმარტებით ბარათში.

ჯამურად, ცვლილებების შემდეგ 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯები 13,313,100,000-ის ტოლი იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა განათლების სამინისტროს ბიუჯეტს შეეხება და ის წლის ბოლომდე 131 მილიონი ლარით გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system