თავში

მთავრობას შიდავალი გაეზარდა

მთავრობას შიდავალი გაეზარდა
მთავრობას შიდავალი გაეზარდა

სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონები მარტში ჩატარდა სახაზინო ფასიანი ქაღალდების ოთხი აუქციონი, რომელზეც 87.6 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები განთავსდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) მარტის თვის მიმოხლვაში.

სებ-ის ცნობით, საანგარიშსწორებო ფასმა 86.0 მლნ ლარი შეადგინა. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ ფასიან ქაღალდებზე ემისიას 2.5-ჯერ გადააჭარბა. მარტში ჩატარებულ აუქციონებზე გაიყიდა 6-თვიანი, ერთწლიანი, ორწლიანი და ხუთწლიანი ვადიანობების სახაზინო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც, შესაბამისად, 15, 15, 20 და 37.6 მლნ ლარის ოდენობით განთავსდა. 

"დაფარვების გათვალისწინებით, სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნაშთი 17.6 მლნ ლარით გაიზარდა და 5,535 მლნ ლარია. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, 6-თვიანი სახაზინო ვალდებულებების განაკვეთი არ შეცვლილა და 8.00 პროცენტს შეადგენს. ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების განაკვეთიც იგივე დარჩა და 7.94 პროცენტია. ორწლიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდების განაკვეთმა 0.04 პროცენტული პუნქტით იკლო და 7.99 პროცენტს შეადგენს. ხოლო, ხუთწლიანი სახაზინო ფასიანი ქაღალდების განაკვეთი 0.45 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 8.47 პროცენტია," - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მარტში სადეპოზიტო სერტიფიკატების ერთი აუქციონი ჩატარდა. აღნიშნულ აუქციონზე ბანკების მხრიდან მოთხოვნამ 68 მლნ ლარი შეადგინა და სრულად განთავსდა 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები, საანგარიშსწორებო ფასით 19.6 მლნ ლარი. 

"საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი არ შეცვლილა და 8.00 პროცენტს შეადგენს. მარტში არსებული დაფარვების გათვალისწინებით, სადეპოზიტო სერტიფიკატების ნომინალური მოცულობაც უცვლელია და 60 მლნ ლარია," - განმარტებულია მიმოხილვაში. 

ფინანსთა სამინისტროს 31 მარტის მდგომარეობით, მთავრობის საშინაო ვალი 5.9 მლრდ ლარს უტოლდება.

საგარეო ვალთან ერთად, შიდა ვალიც მატულობს.

ერთი კვირის წინ მთავრობამ დღეს 35 000 000 ლარის შიდავალი აიღო.

ცნობისთვის, შიდავალის ზრდას საგანგაშოდ მიიჩნევენ და მთავრობას შიდა ვალის აღებას არ ურჩევენ. სპეციალისტების შეფასებით, შიდა ვალის ზრდა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს და ფინანსური სექტორის განვითარებასაც აფერხებს. როგორც ფინანსისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, საგარეო ვალთან დაკავშირებით ეს რისკი ნაკლებადაა, ხოლო შიდა ვალის შემთხვევაში ეს ფული აკლდება ბანკებს და ეკონომიკის სტიმულირებისთვის მათ რეალურად ნაკლები რჩებათ. ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს შიდა ვალის მართვის ეფექტიანი სტრატეგია არ გააჩნია. არ მუშაობს შიდა ვალის ხარჯვის მექანიზმი, რის გამოც არსებობს საფრთხე, ეს რესურსი არაეფექტურად დაიხარჯოს, რითაც ზარალდება ეკონომიკა და ლარიც კურსიც უფასურდება. სპეციალისტები შიდა ვალის ზრდას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ იმ პირობით, თუ ქვეყანა აღებული სესხის უკუგებას ახერხებს. თუ უკუგება არ ხდება, ფინანსისტები მაბობენ, რომ ასეთი ვალი ეკონომიკისთვის ზიანის მომტანია, რადგან ეს რესურსი ქვეყნის კეთილდღეობას ვერ ხმარდება.

საგარეო ვალის საგანგაშო ზრდის გამო ფინანსისტები ხედავენ რისკს, რომ საქართველოს სუვერენული დეფოლტის საფრთხე დაემუქროს. მათი თქმით, საქართველოს, როგორც არამწარმოებლური ეკონომიკის ქვეყანას, ამ ვალის მომსახურება ძალიან გაუჭირდება. ანალიტიკოსების განმარტებით, საგარეო ვალის ზღვარი მშპ-თან საშიშ დონეზეა და მთავრობის მხრიდან შესაბამისი ზომებია მისაღები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system