თავში

მთავრობას თვითდასაქმებულთა აღრიცხვის შესაძლებელობა გაუჩნდა

მთავრობას თვითდასაქმებულთა აღრიცხვის შესაძლებელობა გაუჩნდა
მთავრობას თვითდასაქმებულთა აღრიცხვის შესაძლებელობა გაუჩნდა

თვითდასაქმებულთათვის სოციალური შეღავათის დაწესებამ, შესაძლოა, სახელმწოფოს მათი აღრიცხვიანობის მხრივ არსებული პრობლემა მოუგვაროს. ათასობით ადამიანი, რომელთა შემოსავლები დაბეგვრას არ ექვემდებარება, დღეს მთავრობის ერთჯერადი დახმარების იმედადაა. 

ბიზნესსამართლის სფეროს ექსპერტი, ანალიტიკოსი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ სტატისტიკურ აღრიცხვაში მოხვდება უამრავი ადამიანი, რომელთა საქმიანობის შესახებ აქამდე თითქმის არაფერი იყო ცნობილი. ამ თვალსაზრისით, როგორც ჩარგეიშვილი ამბობს, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი სახელმიწიფომ პოზიტიურადაც შეიძლება გამოიყენოს და თვითდასაქმებულთა აღრიცხვა მოახდინოს.

,,ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ცოდნა, თუ რამდენი თითდასაქმებული ჰყავს, რომლის აღრიცხვაც აქამდე არ მომხდარა. ამ თვალსაზრისით, ეპიდემიამ უდავოდ კარგი შესაძლებლობა მოგვცა, რადგან აქამდე წარმოდგენაც არ გვქონდა, რეალურ, არააღრიცხულ სექტორში რა თანხაც ტრიალებს. როცა შესაძლებელი გახდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება, სახელმწიფო გარკვეულ შედეგზე გავა. მათი საქმიანობა იურიდიულად არსად ფიქსირდება და ახლა, როცა ერთჯერადი დახმარების საჭიროებაა, თვითდასაქმებულების აღირცხვა და რეალურ სტატისტიკაზე გასვლა მოხერხდება. ვთვლი, რომ მთავრობამ ძალიან სწორი გათვლა გააკეთა, რომ თვითდასაქმებულებიც ეკონომიკური დახმარების პაკეტში შეიყვანა. მათი აღრიცხვის პრობლემა რეალურად არის და მისი მოგვარებისთვის ესეც გარკვეული ნაბიჯი იქნება სახელმწიფოსთვის, ხოლო ათასობით ადამიანისთვის 300-ლარიანი დახმარების მიღება შვებაა, რამაც ეპიდემიით გამოწვეული დანაკარგი მცირედით მაინც უნდა შეამსუბუქოს“, - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system