თავში

მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ

მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ
მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ

ტურიზმის სფეროს ექსპერტი მარინა მეტრეველი აცხადებს, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი საბოლოოდ ჩავარდნილია და მისი გახსნა შედეგს ვერ მოიტანს და მცირედითაც ვერ შეცვლის ვითარებას. ამიტომ მეტრეველის აზრით, მთავრობა სათანადოდ უნდა მოემზადოს ზაფხულის სეზონისთვის, რადგან დარგს მანამდე გაუმჯობესების არანაირი პერსპექტივა არ აქვს. 

,,მთელი ერთი წელი დასჭირდა მოსახლეობის ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვას, ეკონომიკაში კი იმ ადაიანების მხარდაჭერას, ვინც ტურიზმის სფეროში მუშაობდა და შემოსავლების დაკარგვის გამო გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. ცხადია, საკმარისი არაფერი არ არის, მაგრამ ეკონომიკის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, სურვილის დონეზეც ვერ ვიტყვი, რა შესაძლებლობა გვექნება.  ტურისტული ინ დუსტრიისთვის მძიმე ზამთარია, ფაქტობრივად ჩავარდნილი, ახლა გახსნას არანაირი აზრი არ აქვს, აქედან გამომდინარე, ზაფხულამდე ტურიზმის ფეხზე დადგომის პერსპექტივა არ გვექნება. სჯობს, იზოლაციის წესები დავიცავათ, ვისაც შეუძლია, განმარტოვდეს, მაქსიმალურად უნდა მოახერხონ და თავშეყრის ადგილებს მოერიდონ, სხვა შემთხვევაში საშიშ ინფექციას ვერ მოვერევით. ასე თანდათან უნდა მოვემზადოთ ზაფხულის სეზონისთვის, ", - ამბობს მეტრეველი. 

მისი თქმით, ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება აგროტურიზმის ხელშეწყობა და განვითარებაა, თუმცა არის პრობლემები, რაც სეგმენტს წარმატების მიღწევაში ხელს უშლის. ეს მიზეზი კი, მეტრეველის შეფასებით, ინფრასტრუქტურა, მიკროფერმა და ტურისტის მომსახურების ელემენტარული ცოდნა.

,,გროტურიზმის აუცილებელი პირობაა, რომ მასპინძელს მცირე მიკროფერმა ჰქონდეს და მომსახურების წესებში კარგად იყოს გარკვეული. ამისთვის მოსახლეობას აუცილებლად შესაბამისი ტრენინგები უნდა ჰქონდეს გავლილი. ამასთან, აუცილებელი პირობაა, რომ აგროტურიზმს ფერმერული მეურნეობის განვითარება უძღოდეს წინ. სანამ აგროტურიზმის პრიორიტეტულობას განსაზღვრავენ, უნდა დაიწყოს ძალიან სწრაფი ტემპით სოფლის მეურნეობის განვითარება. პირველი რიგის პრიორიტეტი დღეს აგრარული სექტორია, სადაც კეთილდღეობა არა მხოლოდ პირადი კარ-მიდამოების, არამედ ფერმერული მეურნეობების დონეზე მიიღწევა", - აცხადებს მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ მთის კურორტებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ საკითხში საქართველო სხვა ქბეყნების პრაქტიკას ეყრდნობა.

ცნობილია, რომ მთავრობა უსაფრთხო ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობს. ორიოდე დღის წინ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს უსაფრთხო ტურიზმის აღდგენის გეგმა გააცნეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა ტურ-ოპერატორებთან და გიდებთან ონლაინშეხვედრა გამართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system