თავში

მთავრობას ზამთრის ტურიზმის გახსნას არ ურჩევენ

მთავრობას ზამთრის ტურიზმის გახსნას არ ურჩევენ
მთავრობას ზამთრის ტურიზმის გახსნას არ ურჩევენ

სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რომ ზამთრის ტურიზმი გაიხსნას. ამის შესახებ report.ge-თან ტურიზმის სფეროს სპეციალისტმა ნიკა კვარაცხელიამ აღნიშნა. მისი თქმით, ზამთრის ტურზმი მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯს, ხოლო მომსახურების გაქტიურება ეპიდემიური სიტუაციის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რის გამოც დარგმა, შეიძლება, ზარალი განიცადოს.

,,კარგი იქნება, თუ მთავრობა მომავალ წლამდე ტურიზმში რაიმე აქტივობებისგან თავს შეიკავებს. სულ მცირე, თებერვლის ბოლომდე ტაიმ-აუტი უნდა აიღონ, ეს ის ვადაა, როცა ვაქცინა ალბათ გვექნება და მეტად მიეცემა ეკონომიკას ზრდის შანსი, მათ შორის, ტურიზმის ინდუსტრიაც მოძებნის გზას კრიზისის დასაძლევად. ეს რომ ასეა, ზაფხულში სეზონის გახსნამაც დაგვანახა, შეცდომა დავუშვით და იგივე არ უნდა განმეორდეს, მით უმეტეს, როცა ცუდი გამოცდილება მივიღეთ. გარდა ამისა, არ ღირს ფუჭი ხარჯიც, ზამთღის ტურიზმი ძალიან დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, მით უფრო სეზონის ოფიციალური გახსნა და სჯობს, აქტივობებისგან მთავრობამ თავი შეიკავოს. ახლა, რომც ამუშავდეს ტურიზმი, შეიძლება, კურორტებზე ეპიდემიის ცხელი წერტილები გაჩნდეს, როგორც ბათუმში. რეალურად არაფერი გამოდის. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ვითარების გამოსწორების პირი არც ზამთარში ჩანს, ამიტომ კვლავ ასეთი არასახარბიელო მდგომარეობა გვექნება. ტურიზმის თვალსაზრისით, არც რუსეთსა და თურქეთს ულხინს. იტალია, საფრანგეთი და სხვა, წმინდა ტურისტული ქვეყნებიც კი, 85%-მდე ზარალობენ. თუმცა, მათ ზამთრის ტურიზმი მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული და ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია report.ge-თან.

ცნობისთვის, ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ თებერვლიდან ზამთრის კურორტები გაიხსნება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის.

,,ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რადგან იანვრის ბოლომდე გრძელდება ეს შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ წლის დასაწყისიდან, ფაქტობრივად თებერვლიდან ჩვენი კურორტები კვლავ მზად იქნება. იმედი გვაქვს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ყველაფერი ის, რასაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გავაკეთებთ, იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს ზამთრის კურორტებზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს კიდევ უფრო ეფექტურად ვუმასპინძლოთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system