თავში

მთავრობასა და პარლამენტს შორის კოორდინაციის ხარისხი იზრდება

მთავრობასა და პარლამენტს შორის კოორდინაციის ხარისხი იზრდება
მთავრობასა და პარლამენტს შორის კოორდინაციის ხარისხი იზრდება

„2020 წელი იყო განსაკუთრებულად გამორჩეული, ძლიერი გამოწვევებით აღსავსე წელი და, რა თქმა უნდა, ეს შეეხო საპარლამენტო ცხოვრებასაც - განსაკუთრებით იგრძნობოდა კარგი კოორდინაციის ხარისხი მთავრობასა და პარლამენტს შორის, რის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ეფექტური ბრძოლა პანდემიასთან, ანტიკრიზისული ღონისძიებების ეფექტური გატარება, მათ შორის, სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩვენ არ შეგვინელებია და ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს საქართველოს პარლამენტს,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობას ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2020 წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ ქვეყანაში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ყველა საერთაშორისო შეფასებით, იმსახურებს უმაღლეს ქულას - ის ჩატარდა ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით და, მინისტრის განცხადებით, აქაც ძალიან დიდი იყო პარლამენტისა და იმ საკანონმდებლო ცვლილებების წვლილი, რამაც უფრო მეტად ევროპული, დემოკრატიული სტანდარტის შესატყვისი გახადა ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა.

„ასევე მნიშვნელოვანია და მსურს აღვნიშნო, რომ 2020 წელს გაძლიერდა პარლამენტის ზედამხედველობა მთავრობაზე - მეც და ჩემს კოლეგებსაც არაერთხელ გვიწევდა პარლამენტში მისვლა, კომიტეტებში, პლენარულ სხდომებზე ანგარიშის ჩაბარება, კომუნიკაცია და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა. 2021 წელს გავაგრძელებთ ასეთ კარგ კოორდინაციას და მჭიდრო მუშაობას, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთან იმისთვის, რომ გავაცოცხლოთ ეკონომიკა, დავძლიოთ კრიზისი, პოსტპანდემიური მოვლენები და გავაგრძელოთ რეფორმები,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system