თავში

მთავრობის დეპოზიტები 439.7 მლნ ლარით შემცირდა

მთავრობის დეპოზიტები 439.7 მლნ ლარით შემცირდა
მთავრობის დეპოზიტები 439.7 მლნ ლარით შემცირდა

მიმდინარე წლის თებერვალში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 439.7 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 926.7 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) თებერვლის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 20 მლნ ლარის და დაიფარა იმავე ოდენობის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 389.5 მლნ ლარით და 1,100.0 მლნ ლარი შეადგინა. 

"ერთთვიანი სესხის მოცულობა უცვლელია და 400 მლნ ლარს უტოლდება, ხოლო ერთდღიანმა სესხმა 50.0 მლნ ლარით გაიზარდა. ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთის ოდენობა შემცირდა 32.9 მლნ ლარით. საანგარიშო პერიოდში, ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 306.7 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 1,997.2 მლნ ლარს გაუტოლდა. ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, თვის განმავლობაში სარეზერვო ფულის მოცულობა 58.1 მლნ ლარით გაიზარდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში - 54.7 მლნ ლარით, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები - 125.4 მლნ ლარით გაიზარდა. ამასთან. კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთების ოდენობა 122.0 მლნ ლარით შემცირდა," - აღნიშნულია მიმოხილვაში. 

საანგარიშო პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით გაყიდა 56.3 მლნ აშშ დოლარი. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა, თებერვალში 183.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 127.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system