თავში

მთავრობის დეპოზიტები 829.3 მლნ ლარით გაიზარდა

მთავრობის დეპოზიტები 829.3 მლნ ლარით გაიზარდა
მთავრობის დეპოზიტები  829.3 მლნ ლარით გაიზარდა

მარტში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 829.3 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 829.3 მლნ ლარს გაუტოლდა. საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 20 მლნ ლარის და დაიფარა იმავე ოდენობის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მარტის თვის მიმოხლვაში. დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით გაყიდა 44.4 მლნ აშშ დოლარი. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა, მარტში 88.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 48.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 

მიმდინარე წლის თებერვალში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 439.7 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 926.7 მლნ ლარს გაუტოლდა. 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 300.1 მლნ ლარით (5.8 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.9 მლრდ ლარი შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system