თავში

მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღეს ბიზნესს შეხვდება

მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღეს ბიზნესს შეხვდება
მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღეს ბიზნესს შეხვდება

ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის სამინისტროსა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები დღეს ბიზნეს სექტორს შეხვდებიან. 

შეხვედრაზე არსებულ რეგულაციებსა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის საკითხს განიხილავენ.

სავაჭრო ობიექტების გახსნის წინაპირობა მოლებსა და ბაზრობებზე მომუშავეთა ინტენსიური ტესტირება იქნება.

ბაზრობების მოვაჭრეებისა და მოლების პერსონალის კორონავირუსზე ტესტირება იანვარში დაიწყება და თებერვლის დასაწყისამდე გაგრძელდება, რასაც შრომის ინსპექცია მონიტორინგს გაუწევს.

მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა პირველი ტესტირება დასუბსიდირდება.

შემუშავდა პლატფორმა სავაჭრო ბიზნესის წარმომადგენლების რეგისტრაციისთვის, რათა ბაზრებისა და სავაჭრო მოლების გახსნამდე დასაქმებულების ტესტირება მოხდეს.

შეგახსენებთ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო მოლებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა, ბაზრობები არ გახსნილა. არასასურსათო ვაჭრობის ობიექტები ვერც იანვარში განაახლებენ მუშაობას. ისინი 1 თებერვლიდან გაიხსნებიან, თუმცა მოლებსა და ბაზრობებს დასაქმებულების ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევთ.

პირველი თებერვლიდან რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები იხსნება.

შეგახსენებთ, ეკონომიკის გახსნა გადაიდო, ანუ ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვების ვადა პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

წერტილოვანი შეზღუდვები 16 იანვრიდან უნდა შემსუბუქებულიყო.

მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას ამზადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system