თავში

მთავრობის გადაწყვეტილება სრულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს - BAG

მთავრობის გადაწყვეტილება სრულად პასუხობს ქვეყანაში არსე
მთავრობის გადაწყვეტილება სრულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს - BAG

„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება covid-ჯარიმების ჩამოწერასთან დაკავშირებით იყო დროული და იგი სრულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

„კოვიდ პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, დაზარალდა ეკონომიკის უკლებლივ ყველა სექტორი და ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახა ჩვენს მოქალაქეებზე და მათ მსყიდველთუნარიანობაზე. შესაბამისად, მათი მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვან სოლიდარულ ნაბიჯად მიგვაჩნია. ასევე ზემოხსენებული ჯარიმების ჩამოწერა, არ გულისხმობს, მხოლოდ მოქალაქეების თანადგომას, არამედ ეს მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვისაც, ვინაიდან 76 მილიონი ლარი არის ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და ამ ოდენობით გამოთავისუფლებული ფინანსური სახსრები პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, რამეთუ სწორედ ეს ადამიანები არიან იმ პროდუქტებისა და სერვისების მომხმარებლები, რომელსაც ბიზნესი ქმნის.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კოვიდპანდემიის მიმდინარეობისას ყოველთვის იყო ჩართული ბიზნეს სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერის პროცესში, ვინაიდან აღნიშნული მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და შესაბამისად, ქვეყნის მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის. ამასთან ყველას გვესმის, რომ მატერიალური ზარალი, რომელსაც დღეს ბიზნესი ითვლის არის საკმაოდ მოცულობითი, რამაც განაპირობა კონკრეტული სექტორებისა და კომპანიების საქმიანობის შეჩერება და რიგ შემთხვევებში ოპერირების შეწყვეტა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად არის აქტიურად ჩაერთოს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებში“, - ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system