თავში

ტურიზმი, სოფელი, მშენებლობა და განათლება - მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ეტაპები

- მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ეტაპები
ტურიზმი, სოფელი, მშენებლობა და განათლება - მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ეტაპები

ამ წუთებში, შეკრებილია მთავრობის ეკონომიკური საბჭო და ეკონომიკის გახსნის სტრატეგიას განიხილავენ.

სხდომა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა და ტურიზმის გახსნის გეგმაც წარადგინა.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის ტურისტების მოსაზიდად და საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა უნდა აამუშაოს ტურიზმი, როგორც წამყვანი და მაღალშემოსავლიანი დარგი.

პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაბიჯები ტურიზმზე გადის და პოსტკრიზისული გეგმაც ისეთივე ეფექტური უნდა იყოს.

მთავრობის მეთაურის თქმითვე, ტურიზმის გახსნის შემდეგ, მთავრობა პოსტკრიზისული გეგმის სასოფლო-სამეურნეო სექტორის მხარდამჭერ პაკეტს წარადგენს და შემდეგი პრეზენტაციაც სწორედ მას მიეძღვნება.

მესამე პრეზენტაცია, გახარიას თქმით, მშენებლობის სექტორის და დეველოპმენტის მხარდამჭერი პაკეტის წარდგენას მიეძღვნება, ხოლო მეოთხე იქნება განათლებაში ანტიკრიზისული ქმედებების წარმოჩენა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ეს ყველაფერი უახლოეს 10 დღეში მოხდება პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში.

საქართველოში ტურიზმი სამ ეტაპად გაიხსნება.

ტურიზმში ახალი მოთხოვნები ჩნდება და მთავრობა ცდილობს ეკონომიკის ამ სეგმენტს შეუწყოს ხელი ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

როგორც დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა,

საქართველო უსაფრთხო ტურისტულ ზონებს გამოყოფს, როგორიცაა, წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვა.

მთავრობის მეთაურის თქმითვე, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი. 

გახარიას ინფორმაციით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის,ხოლო პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.

დღესვე ცნობუილი გახდა, რომ გიდებისთვის მთავრობა ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ამუშავებს, რომელიც სულ მალე გასაჯაროვდება.

ტურიზმის გახსნის პროგრამის პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ მთავრობა საბანკო გარანტიის პროცენტს ტურისტულ კომპანიებს 6 თვე დაუსუბსიდირებს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის მთავრობას 60 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

მთავრობის გადაწყვეტილებითვე, გადასახადები 6 118-მა ტურისტულ ბიზნესს გადაუვადდა

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურინდუსტრიის კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში, სარესტორნე ბიზნესის ახალ სესხებს მთავრობა 90%-ით თანაუზრუნველყოფს, ხოლო უკვე არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება.

მთავრობა სესხებს უსუბსიდირებს სასტუმროების ნაწილსაც.კერძოდ, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დაუსუბსიდირებათ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე.

შეგახსენებთ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისა.

ცნობისთვის, 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის მხარდაჭერის გეგმა გასაჯაროვდება. ესაა: ტურიზმი, სოფელი, მშენებლობა და განათლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system