თავში

მთავრობის ვალის 80% უცხოურ ვალუტაშია

მთავრობის ვალის 80% უცხოურ ვალუტაშია
მთავრობის ვალის 80% უცხოურ ვალუტაშია

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს საგარეო ვალმა 60%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც კრიტიკული ზღვარია ქვეყნის კანონმდებლობით. თუმცა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღდგენის ტემპმა, ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, ვალის მოცულობა 53%-ზე ქვემოთ შეემცირებინა.

"დღეს უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის მოცულობა მთლიან ვალში დაახლოებით 80%-ზეა. ეს დიდი რისკის შემცველია ქვეყნისთვის. ჩვენი პრიორიტეტი იქნება, ეს ბალანსი შევცვალოთ და მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, ჩამოვიდეთ დაახლოებით, 65%-იან ნიშნულზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული ამოცანა, თუმცა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანას ავარიდოთ მუდმივი რყევების რისკი, მათ შორის, სავალუტო რისკებიდან გამომდინარე,“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2022-2025 წლებისთვის მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავს ვალის პორტფელის გაჯანსაღებასა და ფისკალურ კონსოლიდაციას.

ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობის უსაფრთხო დონედ 40% განსაზღვრა. როგორც ფინანსთა სამინისტროს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის პროექტშია აღნიშნული, 2025 წლისათვის ვალის მშპ-სთან ფარდობა 48.5%-ს მიაღწევს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელსვე ხდება ვალის მშპ-სთან ფარდობის 60%-დან 53%-მდე შემცირება. ასევე, 2023 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი ჩამოსცდება მშპ-ს 3%-ს. შესაბამისად, ვალის მშპ-სთან ფარდობა შეინარჩუნებს შემცირების ტენდენციას და 2025 წლის ბოლოსთვის ის მიაღწევს 48.5%-ს.

ნახეთ, ვისი და რა ოდენობის ვალი აქვს საქართველოს?

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system