თავში

მთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა

მთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა
მთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ბილიკი, კაპნისთავის ტურისტული ბილიკი შეემატა. 

კაპნისთავის ტურისტული მიმართულების მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წელს განახორციელა და ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო.

დეპარტამენტის განმარტებით, სოფელი კაპნისთავი, რომელიც ბათუმიდან 26 კილომეტრითაა დაშორებული, გამორჩეულია ჩანჩქერებით, ღია მუზეუმით, ძველი წისქვილებითა და ბუნებაში არსებული ულამაზესი საფეხმავლო ბილიკით. 

კაპნისთავის ტურისტულ მარშრუტზე სტუმრებს საშუალება აქვთ რეგიონის ყოფასა და ტრადიციებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის ცენტრში მოწყობილ ღია მუზეუმში გაეცნონ, რომელშიც დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ექსპონატებია გამოფენილი. 

სოფელში ფუნქციონირებს საოჯახო ღვინის მარანი, სადაც ადგილობრივი სახეობის ღვინისა და კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. 

სოფელში ადგილობრივების მიერ შექმნილია მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურაც. 

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გარდა კაპნისთავის ტურისტული ბილიკისა ორი ახალი ტურისტული მიმართულების მარკირება უზრუნველყო. ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი, სათავგადასავლო ტურისტული ბილიკისა (კინტირიში-ჯვარისმინდორი) და ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკის მარკირება მთიანაჭარაში ზაფხულის დასასრულს განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system