თავში

მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები ეწყობა

მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები ეწყობა
მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონები ეწყობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო. 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული ერთ-ერთი საპიკნიკე ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული, რომელიც საშუალებას აძლევს მოგზაურებს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ.

მათივე განმარტებით, ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. 

ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის სათავაგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ. 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განმარტებით, გარდა ჩირუხისა, მცირე მოსასვენებელი ზონები მოეწყო სოფელ შუამთასა და კაპნისთავშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system