თავში

მთის კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

მთის კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
მთის კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთის კურორტებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება. მისივე განმარტებით, ამ საკითხში საქართველო სხვა ქბეყნების პრაქტიკას ეყრდნობა.

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პანდემია მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული. შესაბამისად, შეზღუდვები ჯერ კიდევ საჭიროა და ამ ეტაპზე ზამთრის კურორტებთან მიმართებაში, ვერ შემსუბუქდება. რაც შეეხება, კერძო ბინებში დამსვენებლის ჩასვლას, კერძო მესაკუთრეს ვერ ავუკრძალავთ საკუთარ ბინაში ჩასვლას და დასვენებას. სხვა ქვეყნების პრაქტიკას უნდა გადაავლოთ თვალი და ნახავთ, რომ ასევე პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზამთრის კურორტები არც ამ სეზონზე არ ფუნქციონირებენ და ნახავთ იმასაც, რომ შეზღუდვები კი არ მსუბუქდება ზამთრის კურორტებზე, არამედ პირიქით, ხანგრძლივდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ზამთრის კურორტები ნამდვილად წარმოადგენენ მათი ქვეყნის ეკონომიკის დიდ ნაწილსაც,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ მთის კურორტების გახსნა მომეტებულ ეპიდსაფრთხედ განიხილება. ამიტომაც ზამთრის კურორტების 1 თებერვლიდან გახსნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტები პირველი თებერვლიდან მუშაობას ვერ აღადგენენ. მთავრობა თვლის, რომ სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების ერთდროული თავშეყრა კორონავირუსით ინფიცირების მაღალ რისკს წარმოადგენს.

ტურიზმის სექტორი პირველი თებერვლიდან გახსნას ითხოვს.

ტურიზმის დიდი როლი საქართველოს ეკონომიკაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახარიამაც აღიარა და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ზაფხულის ტურისტული სეზონი ამუშავდეს.

კერძო სექტორის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან 22.01.2021 -ში მიღებულ გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ და ტურიზმის სექტორი საქართველოს მთავრობას ღია წერილითა და რეკომენდაციებით მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system