თავში

მთის კურორტებზე უნებართვო მშენებლობებში 159 მილიონი ლარი ჩაიდო

მთის კურორტებზე უნებართვო მშენებლობებში 159 მილიონი ლარი ჩაიდო
მთის კურორტებზე უნებართვო მშენებლობებში 159 მილიონი ლარი ჩაიდო

“მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” 158.7 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო ხელშეკრულებები უნებართვოდ გააფორმა. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ირკვევა, დიდძალი საბიუჯეტო თანხები არის გაღებული ისეთი საინჟინრო ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, რომელთა შესახებაც შესაბამისი ნებართვები არ არსებობდა. სახელმწიფო კომპანიამ ეს კონტრაქტები 2018 და 2019 წლებში დადო. აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ დარღვევის საფუძველს, კომპანიის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდა მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების აუცილებლობა და მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები. 

ცნობისთვის, მთის კურორტების განვითარების კომპანია გუდაურის, გოდერძის, ბაკურიანისა და თეთნულდის კურორტების ოპერატორია. 

აუდიტის დასკვნის თანახმად, ახალი საბაგიროების დიდი ნაწილი ფაქტობრივად უნებართვოდ შენდება.

“ასეთი სამუშაოების უნებართვოდ წარმოებამ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით - გარემოზე ზემოქმედება, მოსახლეობის უსაფრთხოება, არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანება და ა.შ.,”- აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.


უნებართვო მშენებლობებისთვის გაფორმებული 158.7 მილიონი ლარის ხელშეკრულებებია:

● ხელშეკრულება DOPPELMAYR Seilbahnen gmbh-თან, ღირებულება - €8,723,534 ევრო, გაფორმების თარიღი 04.07.2018. (შესყიდვის კოდი CMR180130639);
● ხელშეკრულება “დოპელმაიერ საუს კაუკასუსთან”, ღირებულება 1,200,000 ლარი, გაფორმების თარიღი 26.07.2018. (შესყიდვის კოდი CMR180136898);
● ხელშეკრულება DOPPELMAYR Seilbahnen gmbh-თან, ღირებულება €5,084,299 ევრო, გაფორმების თარიღი 12.07.2018. (შესყიდვის კოდი CMR180130643);
● ხელშეკრულება DOPPELMAYR Seilbahnen gmbh-თან, ღირებულება €5,913,867 ევრო, გაფორმების თარიღი 12.07.2018. (შესყიდვის კოდი CMR180130644);
● ხელშეკრულება TECHNOALPIN-თან, ღირებულება €2,245,189 ევრო, გაფორმების თარიღი 21.08.2018. (შესყიდვის კოდი CMR180146735);
● ხელშეკრულება DOPPELMAYR Seilbahnen gmbh-თან, ღირებულება €4,635,448 ევრო, გაფორმების თარიღი 13.08.2019. (შესყიდვის კოდი CMR190136165);
● ხელშეკრულება DOPPELMAYR Seilbahnen gmbh-თან, ღირებულება €5,730,177 ევრო, გაფორმების თარიღი 13.08.2019. (შესყიდვის კოდი CMR190136175);
● ხელშეკრულება DOPPELMAYR Seilbahnen gmbh-თან, ღირებულება €6,691,045 ევრო, გაფორმების თარიღი 13.08.2019. (შესყიდვის კოდი CMR190136188);
● ხელშეკრულება “მაუნთინ რიზორთ სოლუშენთან”, ღირებულება €6,463,545 ევრო, გაფორმების თარიღი 18.10.2019. (შესყიდვის კოდი CMR190161184);
● ხელშეკრულება “ინჟინერ ჰაბთან”, ღირებულება 490,814 ლარი, გაფორმების თარიღი 12.12.2019. (შესყიდვის კოდი CMR190190656);
● ხელშეკრულება “ველოდ სანაიასთან”, ღირებულება 79,118 ლარი, გაფორმების თარიღი 22.10.2018. (შესყიდვის კოდი NAT180014692);

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system