თავში

მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა

მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა
მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა

საქსტატის ცნობით, 2020 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 331.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა. 

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაზარდილია 5.9 პროცენტით.

კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-53.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-25.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-32.4 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-49.0 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-12.5 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-4.4 პროცენტი). 

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (6.6 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (14.7 პროცენტი), მშენებლობა (2.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (1.5 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.1 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.7 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8 პროცენტი).

ცნობისთვის, ეს მშპ-ის წინასწარი მონაცემებია. დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2021 წლის 15 ნოემბერს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system