თავში

მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.8%ით გაიზრდა

მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.8%–ით გაიზრდა
მწარმოებელთა ფასების ინდექსი 16.8%ით გაიზრდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2021 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი 2.3%–იანი ზრდა დაფიქსირდა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია- ფასები გაიზარდა 19.5%–ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 15.43 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (18.1 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (29.7 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (55.5 პროცენტი);

11.4%–ით გაიზარდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასი, რაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაში 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა.

2021 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 0.4%–ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი
მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.03 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (2.0 პროცენტი), რამაც 1.65 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება ძირითად ლითონებზე (8.0 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე (2.9 პროცენტი).

ფასების 5.6%–იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა ანუ მთლიანი ინდექსის ცვლილების დაახლოებით 25% სწორედ ელექტროენერგიისა და აირის ფასების ზრდით არის გამოწვეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system