თავში

მწვანილის და კენკრის მწარმოებლებს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე ვერ გააქვთ

მწარმოებლებს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე ვერ გააქვთ
მწვანილის და კენკრის მწარმოებლებს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე ვერ გააქვთ

ქუთაისი აეროპორტს სატვირთო ტერმინალი ჯერ კიდევ არ აქვს, რის გამოც რეგიონის მწვანილის და კენკრის მწარმოებლებს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე ვერ გააქვთ.

ამის შესახებ მეწარმეებმა საკუთარი წუხილი ევროპული საქართველოს წევრთან გიორგი კანდელაკთან შეხევედრისას გამოთქვეს. 

გიორგი კანდელაკი "გიდ ინფო ქუთაისის" წევრ გიდებსა და ბიზნეს ორგანიზაციებს შეხვდა.

კანდელაკის თქმით, სატვირთო ტერმინალის მშენებლობა დაწყებულიც არაა, რაც სერიოზული პრობლემაა, რადგან ისეთი მაღალი გადახდისუნარიან ბაზრებზე პირდაპირი ფრენების არგამოყენება, როგორიცაა სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია და სხვა, მწვანილის და კენკრის მწარმოებლებს სერიოზულ შემოსავალს აკარგვინებს და ხელს უშლის სამუშაო ადგილების შექმნას.

ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა გიდ ინფო ქუთაისში გაერთიანებულ გიდებსა და ტურიზმისსფეროში აქტიური ბიზნეს ორგანიზაციების (სასტუმროების, კვების ობიექტების, ტურისტებისგადაყვანით დაკავებული სატრანსპორტო კომპანიების) წარმომადგენლებთან ვირტუალური შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე რომელსაც სფეროს 60-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა განიხილეს ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების აღდგენის და ავიაკომპანია „ვიზეარის“ ბაზის დაბრუნების პერსპექტივებიც.

საუბარი ასევე შეეხო ქუთაისის აეროპორტის, როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბის ჩამოყალიბების ისტორიას და მისი განვითარების „ევროპული საქართველოს“ ხედვას, რომლის თანახმადაც აეროპორტში უნდა გაიხსნას ავიაკომპანია „რაინეარის“ ბაზა და მგზავრთა ნაკადი 2.5 მილიონზე ავიდეს, რაც რეგიონის ეკონომიკისთვის გარღვევის ტოლფასი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system