თავში

მწერები - მომავლის საკვები ადამიანებისთვის რობოტებისგან - VIDEO

მწერები - მომავლის საკვები ადამიანებისთვის რობოტებისგან - VIDEO

მსოფლიოში 2 მილიარდამდე ადამიანი, საკუთარ საკვებ რაციონად, პრობლემის გარეშე მოიაზრებს მწერებს. კალიების და სხვა მწერების მრავალი სახეობა, სრულფასოვანი საკვებია და ადამიანისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია. ისინი საკმაო რაოდენობით შეიცავენ ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს და უჯრედოვან ნივთიერებებს. ევროპაში და ამერიკაში მომხმარებელთა დიდი ნაწილი, მაინც ვერ ეგუება იმ აზრს, რომ მწერები სამზარეულოს ინგრედიენტად იქნას განხილული. ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს, 2013 წელს, გაერომ გამოაქვეყნა ნაშრომი, სახელწოდებით "საკვებად ვარგისი მწერები: წარმოების სამომავლო პერსპექტივები და კვების უსაფრთხოება" - სადაც საუბარია იმაზე, რომ მწერები ცვალებადი კლიმატის მიმართ გამძლენი არიან და მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, აუცილებელია ისინი განხილული იქნან, როგორ საკვები. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მწერები, პროტეინების კარგი წყაროა და მათი ნარჩენები რქოსანი და სხვა მსხვილი პირუტყვისგან განსხვავებით, პრაქტიკულად უმნიშვნელო იქნება გარემოსთვის. გაეროს დასკვნის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდა მთელი რიგი ფერმები, ინსექტიციდების წარმოებისთვის. The Verge-ს ცნობით, საკვებად ვარგისი მწერების წარმოებაში, ამჯერად რობოტები ერთვებიან. ფერმა, სადაც მწერები გამოჰყავთ და საკვებად ამზადებენ, სრულად რობოტიზებულია და სამომავლოდ ადამიანი, ამ საუცხოო ნუგბარის მომზადებაში აღარ ჩაერევა. საკვები მწერების მწარმოებელი სტარტაფების რაოდენობა, ამერიკასა და ევროპაში გამუდმებით იზრდება. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system