თავში

მცირდება თუ არა სინამდვილეში ბიუროკრატიული ხარჯი

მცირდება თუ არა სინამდვილეში ბიუროკრატიული ხარჯი
მცირდება თუ არა სინამდვილეში ბიუროკრატიული ხარჯი

ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებული საკითხი ბოლო დღეებში კვლავ აქტუალური ხდება. პრემიერის განცხადება, რომ ქვეყანაში ბიუროკრატიული ხარჯების სისტემური პრობლემა არ არის, როგორც მთავრობის ოპონენტების, ასევე ეკონომისტების მხრიდან განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.  ეკონომიკის სფეროს ექსპერტი, პროფესორი დავით წიქარიძე ფიქრობს, რომ ბიუროკრატიული ხარჯი საქართველოში უპრეცენდენტოდ მაღალია და თუკი ვინმე მართლა ფიქრობს ,,ქამრების შემოჭერას" სწორედ ამ ხარჯის შემცირებით უნდა დაიწყოს.

,,პატარა ქვეყანას უზარმაზარი ბიუროკრატიული ხარჯის გაწევა უწევს, რაც ბიუჯეტს ტვირთად აწვება.  კანცელარიასა და მუნიციპალიტეტებში, მერიებსა და საკრებულოებში ათიათასობით  დაქირავებული ადამიანი ჰყავთ, რომელთაც სახელმწიფო ფულს მუქთად უხდის. როცა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ბიუროკრატული ხარჯი ქვეყნისთვის პრობლემა არ არის, ეს არის მტკნარი ტყუილი. ჩემი აზრით, პრობლემაა საჯარო სექტორში დაქირავებით დასაქმებულებზე გაცემული ხელფასიც, შეიძლება, დაბალი რანგის მოხელეები მცირე ხელფასს იღებენ, მაგრამ მაღალ თანამდებობეზე ამ ადამიანების შრომის ანაზღაურება ხშირად ათობით ათასი ლარია, რაც ჩვენი ჯიბიდან გადახდილი ფულია და არ შეიძლება, ამაზე არ ვრეაგირებდეთ. თუკი ,,ქამრების შემოჭერაზეა" საუბარი, მათი ხელფასების შემცირებით დაიწყოს მთავრობამ და გვაჩვენონ მაგალითი, მერე დავიჯერებთ, რომ მართლა აპირებენ მოსახლეობის დახმარებას", - აცხადებს დავით წიქარიძე.

მისი თქმით,  და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ოპტიმალური ბიუროკრატიული აპარატის არსებობა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო მიზნების განხორციელებას და სერვისების ეფექტიან მიწოდებას, ხოლო, მეორე მხრივ, ბიუროკრატიის შენახვაზე გაწეული ხარჯები არ უნდა იქცეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად.

ანალოგიური მოსაზრებისაა ,,ლელო საქართველოსთვის" წევრი გიგლა მიქაუტაძე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ხარჯები  მაღალია 87 ქვეყანასთან შედარებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system