თავში

მცირე ბიზნესი 30%-ით შემცირდა

მცირე ბიზნესი 30%-ით შემცირდა
მცირე ბიზნესი 30%-ით შემცირდა

მცირე კომპანიების რაოდენობა 30%-ით არის შემცირებული”- ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციაში დაუდასტურეს. ყველაზე დიდი შემცირება ჰორეკას სექტორში ფიქსირდება.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკმა ქართული ბიზნესისთვის 85 მილიონი ევრო გამოყო. ბიზნესის მხარდასაჭერად 85 მილიონი ევროს  პროგრამა გუშინ დამტკიცდა.  პროგრამით იმ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა მოხდება, რომელიც პანდემიამ დააზარალა. საერთო ჯამში პროგრამით სარგებლობას 6000 საწარმო შეძლებს. 

მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაცია პროგრამას იწონებს. ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა, როცა ბანკებმაც შეაჩერეს სესხები ბიზნესზე და მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად შეეზღუდათ, მსოფლიო ბანკის დახმარების პაკეტი, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. 

"ეპიდემიის მეორე ტალღამ და ამით გამოწვეულმა ნაწილობრივმა ლოკდაუნმა ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა. ახლა სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამებმა მაქსიმალურად შეძლონ ბიზნესების დახმარება და მათი აღდგენა. მსოფლიო ბანკის პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მოხდება მსოფლიო ბანკის გამოყოფილი თანხების ადმინისტრირება. სწორედ ამ პროგრამის საშუალებით მიიღებენ მეწარმეები დახმარებას. მიზნობრიობა არის სწორედ პანდემიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება", - ამბობს მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე და დასძენს, რომ ეპიდემიის გამო ათასობით ბიზნესი გაკოტრდა ან გაკოტრების ზღვარზეა. მისივე თქმით, ქვეყანაში, კარგა ხანია, "ქეშის" კატასტროფული დეფიციტია და ესაა, რაც კომპანიებს აკოტრებს.

2020 წლის 1-ლი მარტიდან დღემდე საქართველოში ბოლო ერთ წელში 1704 კომპანია დაიხურა, ანუ ოპერირება სრულად შეწყვიტა. ანალიტიკური პორტალი „ბიას“ მონაცემებით, ამავე პერიოდში საქმიანობა დროებით 4 688-მა იურიდიულმა პირმა შეაჩერა. ამ დროისთვის Bia.ge-ზე რეგისტრირებულია 51 413 კომპანია, საიდანაც მცირე ზომის არის - 76%; საშუალო - 18% და მსხვილი - 6%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system