თავში

მცირე ბიზნესს 150 მილიონი ლარით დაეხმარებიან

მცირე ბიზნესს 150 მილიონი ლარით დაეხმარებიან
მცირე ბიზნესს 150 მილიონი ლარით დაეხმარებიან

2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 150 მილიონი ლარი მცირე ბიზნესის დახმარებისთვის იქნება გამოყოფილი. რაც შეეხება, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციას, ამის საჭიროება თურნავამ დაადასტურა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიული ობიექტები გასხვისება არ იგეგმება. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებულმა თანხამ 2019 წელს მიღებულ თანხას გადააჭარბა

„პირველ რიგში, ესაა ანტიკრიზისული ბიუჯეტი, პანდემიასთან ბრძოლის და პანდემიის შედეგად გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ბიუჯეტი. მთავარი ნიშან-თვისება ამ ბიუჯეტის არის ადამიანებზე ზრუნვა, სოციალური დახმარება. ასევე ჩვენ ყველა იმ ფინანსურ ვალდებულებას ვასრულებთ, რაც ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო აღებული, ესაა პენსიების ინდექსაცია, მასწავლებლების, პოლიციელების, ჯარისკაცების ხელფასების ზრდა და ერთი მნიშვნელოვანი ბლოკია მცირე ბიზნესის დახმარება“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system