თავში

მცირე და მიკრო გრანტების პროექტების ბენეფიციარების 70%-ი წარმატებულია

მცირე და მიკრო გრანტების პროექტების ბენეფიციარების 70%-ი წარმატებულია
მცირე და მიკრო გრანტების პროექტების ბენეფიციარების 70%-ი წარმატებულია

სააგენტო ,,აწარმოე საქართველოშის" ხელმძღვანელის, მიხეილ ხადურელის ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობაში 6 000-მდე პროექტი დაფინანსდა, ხოლო პროექტების დაახლოებით 70% წარმატებულია. ამის შესახებ ხადურელმა მიკრო და მცირე მეწარმეოპბის ხელშეწყობის ახალი პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. 

,,პროექტებში გამარჯვებული კომპანიების საქმიანობას აქტიურად ვადევნებთ თვალყურს, რაც რისკს მინიმალურად ამცირებს. მონიტორინგი ხორციელდება არა მარტო საწყის ეტაპზე, როცა ბენეფიციარი დანადგარებს შეიძენს და იწყებს ბიზნნესის წარმოებას, არამედ მაშინაც, როცა წარმოება აქტიურ ფაზაში შედის. საკმაოდ მკაცრი კონტროლია, რაც რისკს ამცირებს და არამიზნობრივ ხარჯს გამორიცხავს, თუმცა არის ჩავარდნებიც. ცხადია, ყველა პროექტი ვერ აღწევს შედეგს, არის ფიასკოც, მაგრამ ამავდროულად წარმატების ასეულობით მაგალითია. დღევანდელი მონაცემით, ჩვენი ბენეფიციარებიდან, რომელთა რაოდენობა 6000-ს აღწევს, 70% წარმატებულია. გვაქვს ისეთი მაგალითიც, როცა მიკროგრანტის აღების შემდეგ რამდენიმე წელიწადში პროდუქცია მცირე მეწარმემ ექსპორტზეც გაიტანა. ამ ეტაპზე მათი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეპიდემიის გამო თითქმის ყველას შემოსავლები შეუმცირდა, რაც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ახალ პროგრამაში, სადაც თანადაფიანსნების კომპონენტები მეწარმეების სასარგებლოდ არის შეცვლილი", - აცხადებს მიხეილ ხადურელი. 

ცნობისთვის, 2020 წლის 5-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღებას იწყებს.

ხიდურელის ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20 პროცენტის ნაცვლად ათი პროცენტია, მაღალმთიან რეგიონებში კი ხუთი პროცენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system