თავში

მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა

მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა
მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრების ზღვარზეა

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია report. ge - ის  ლარის გაუფასურებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება განსაკუთრებულ ზიანს აყენებს მცირე და საშუალო ბიზნეს. ჭყონიას თქმით, მცირე ბიზნესი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში წნეხს ვეღარ გაუძლებს.

როგორც ჭყონია განმატავს, ლარის გაუფაუსურების გამო ბიზნესის ზარალის პარალელურად ღარიბდება მოსახლეობა. ჭყონია ვითარებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ხალხმა მათ ნდობის მანდატი იმიტომ გადასცა, რომ ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყონ. ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა. 

"მსიერ ხალხს არ აინეტერესებს ლარის მცურავი კურსი, ან საგარეო შოკები. დაახლოებით, მესამე წელია მიწევს ამ თემაზე საუბარი. არა თუ მძიმე, არამედ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ფასების ზრდის პირველი ტალღა დაიწყო ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში. სექტემბრის პირველ ნახევარში, ათ სექტემბრამდე ძირითადად, ყველგან აისახება გაზრდა. ნებისმიერი, ვინც დადის სუპერმარკეტში ნახავს,რომ გაძვირებულია ფასები 10-დან 15%-მდე. დამერწმუნეთ რომ დოლარი 3.0 ლარს თუ გადასცდა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან კომპანიები. ლარის მსყიდველობითი უნარი ყოველდღიურად ეცემა, სამომხმარებლო კალათა იზრდება და ხელფასი იგივეა“,- განმარტავს ივა ჭყონია.

ჭყონია საკუტარი ასოციაციის წევრების ფინანსურ მდგომარეობას დეტალურად იცნობს და ამბობს, რომ დღეს საქართველოში ბიზნესსაც და მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხი აქვს აღებული. მათ გაუძვირდათ ეს სესხები. ჭყონია განმარტავს,რომ არაპროგნოზირებადი ბიზნესგარემო ყველაზე დიდი საფრთხეა ბიზნესისთვის. მატ უჭირთ მოკლევადიანი პროგნოზი, საერთოდ ვერ აკეთებენ გრძელვადიან პროგნოზს, რის გამოც დღითი დღე გართულებული ოპერირება ბაზარზე. აქვე ჭყონია დასძენს, რომ მოქალაქეები ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები დახარჯონ ფუფუნების საგნებსა და პროდუქტზე, რაც ძალიან რთულია კომპანიებისთვის. როდესაც რეალიზაცია ვარდება, ბიზნესის შემოსავალს ხარჯი აჭარბებს და კოტრდება. ჩემი ასოციაციის ბევრმა წევრმა სესხი გამოიტანა იმისთვის, რომ თავი შეინმარჩუნოს და არ გაკოტრდეს. არადა, ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესს სეხი გამოაქვს ბიზნესარეალის და წარმოების ზრდისთვის. 

„თავს რომ იწონებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბიზნეს სესხებია გაზრდილიო. სწორი თქვა, არის გაზრდილი, თუმცა რა კუთხით ? - ბიზნეს სესხები გაზრდილია იმისთვის, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ თავი და არ დაკარგონ პოზიციები, გაისტუმრონ ის ვალდებულებები, რომლებიც აქვთ. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ეს ყოველივე მომაკვდინებელია," - განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ.

ხელისუფლებისასთან ერთად დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე პასუხისმგბელობას ეროვნულ ბანკსაც აკისრებს.მისი თქმით, ბიზნესისთვის კი - ოპერატორებისთვის , იმპორტიორებისთვის, მწარმოებლებისთვის, მთავარი საზომი არის ლარის კურსი.

"როცა 2019 წელს ბიუჯეტი 2.3-ზე დაიგეგმა, როგორ წარმოგიდგენიათ, ამ რეალურად ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში, მაქსიმალური ვისაც შეეძლო აეღო 2.7 იყო, ისე ტრიალებდა 2.65-67 შორის. დააკვირდით, ბოლო წლების განმავლობაში, ლარი გაუფასურებას ყოველთვის იწყებდა ამ პერიოდში, ან ცოტა მოგვიანებით. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი რაც ლარის გაუფასურებას იწვევს, მეოთხე კვარტალში მთავრობის მიერ გადახდილი ვალდებულებებია. სატენდერო სამუშაოების დროს არის შემთხვევები, როცა საბანკო გაარანტიით მოაქვთ პროდუქცია და შემდეგ ამ ვალდებულებებს იხდიან უცხოურ ვალუტაში. ეს ლოგიკურად კიდევ უფრო აუფასურებს ლარს. ამიტომ ეკონომიკური გუნდი ვალდებულია შიდა ფაქტორებზე იზრუნოს.ამ მძიმე ეკონომიკური ფონის პარალელურად, ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იძენს და შემდეგ ხდება მისი ამოღება საბრუნავი საშუალებებიდან - ეს ყოველივე უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის მტრული სამსახური საკუთრი მოქალაქეების მიმართ. ეს კლავს მცირე და საშუალო ბიზნესს“, - აცხადებს ივა წყონია.

შეგახსენებთ, ლარი მცირედით გუშინ გამყარდა.ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9598 ლარი გახდა. რაც შეეხება, კომერციულ ბანკებს, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარსაც უტოლდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system