თავში

პანდემიისას მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი პაკეტები შემუშავდა

მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი პაკეტები
პანდემიისას მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი პაკეტები შემუშავდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ს ინტერვიუ მისცა.

კითხვაზე, რამდენად ახერხებს საბანკო სექტორი კრიზისის პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ზრდას, საქართველოს პირველი ბანკირი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირებულნი კორონავირუსის კრიზისამდეც იყო. მისი განმარტებით, ორი წლის წინ შემუშავებულმა პასუხისმგებლიამაი დაფინანსების პრინციპებმა საფუძველი დაუდო მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაუმჯობესებას. პანდემიის განმავლობაში, კი კომერციული ბანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის შემუშავდა მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტები.

"ფინტეკის მიერ მომხმარებელთა დაკრედიტების წახალისება ნამდვილად შემცირდა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რესურსების ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, რაც ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ბევრ სამუშაო ადგილს. შესაბამისად, ორი წლის წინ ჩვენ შევიმუშავეთ პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპები, რამაც საფუძველი დაუდო მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაუმჯობესებას. მცირე და საშუალო ბიზნესს ასევე უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რათა მეტი დაფინანსება მიეღო. პანდემიის განმავლობაში, კომერციული ბანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის შევიმუშავეთ მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტები, რათა აღმოფხვრილიყო ლიკვიდობასთან დაკავშირებული რისკები. მთავრობამ აღადგინა საკრედიტო გარანტიის სქემა - გაიზარდა საბიუჯეტო თანხა და შეიცვალა გარანტიის უზრუნველყოფის მოთხოვნები დაკრედიტების ხელშესაწყობად. მთავრობამ სხვა პროგრამებიც დაამტკიცა, მაგალითად, ვალდებულებების, კერძო საკუთრებისა და სოციალური გადასახადების გადავადება; საბანკო სესხებზე საპროცენტო ხარჯების სუბსიდირება; დევნილთათვის დეველოპერებისგან საცხოვრებელი ფართების ფასდაკლებით შესყიდვის მიზნით ბანკებისთვის გარანტიის უზრუნველყოფა, რათა ამ მძიმე პერიოდში მშენებლობის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესს მხარდაჭერა ჰქონოდა. ჩვენ ვხედავთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაუმჯობესების პროცესს და თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, წლის ბოლოსთვის მათი დაფინანსების ზრდასაც დავინახავთ," - განუმარტა საქართველოს პირველმა ბანკირმა Central Banking-ს.

საქართველოს პირველმა ბანკირმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მუშაობის 4-წლიანი შედეგებიც შეაჯამა. მისივე განმარტებით ინფლაციის თარგეთირება და ლარის მცურავი გაცვლითი კურსი საქართველოსთვის ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზირებამ და გაზრდილმა კომუნიკაციამ საზოგადოებაში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისადმი ნდობა გაზარდა. კობა გვენეტაძის შეფასებით, საქართველო ეკონომიკურ შოკს მომზადებული შეხვდა.

მონეტარული პოლიტიკა, გამჭვირვალობა, ფინანსური ინფრასტრუქტურა, საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით, ფინანსური განათლება, მომხმარებელთა უფლებები და სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხები, - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კობა გვენეტაძემ გამოცემის მთავარ რედაქტორთან, კრისტოფერ ჯეფრისთან ინტერვიუში ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system