თავში

მცირე და საშუალო მეწარმეობის 2021-2025 წლების სტრატეგია მუშავდება

მცირე და საშუალო მეწარმეობის 2021-2025 წლების სტრატეგია მუშავდება
მცირე და საშუალო მეწარმეობის 2021-2025 წლების სტრატეგია მუშავდება

„სოფლის მეურნეობის სფეროში მცირე და საშუალო წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სწორად იყოს შეფასებული ის პერსპექტივები, საჭიროებები და მოლოდინები, რაც აღნიშნულ დარგში არსებობს. ვფიქრობ, ახალი სტრატეგია დაგვეხმარება როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე სოფლის მეურნეობის ცალკეული მიმართულებების უფრო სწრაფი ტემპით განვითარებასა და იმ შესაძებლობების შექმნაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს “, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილმა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, OECD-სა და GIZ-ის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი მმართველი საბჭოს და სამუშაო ჯგუფის წევრები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OECD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს სამოქმედო გეგმის დახვეწას და კორექტირებაზე.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა გასულ თვეში დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ქვეყნის აგროპოლიტიკის ძირითადი ხაზი იქნება ფერმერები, ფერმერული მეურნეობები, მათი საჭიროებები, რომელთან დაკავშირებითაც უახლოეს მომავალში დაიწყება კანონზე მუშაობა. ქვეყნის სოფლის მეურნეობის ინტეგრირება ევროპასთან უკვე დაწყებულია

იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორ აგრარულ პოლიტიკას ირჩევს საქართველო,იკითხეთ report.ge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system