თავში

მცირე ფერმერებისთვის დაზღვევის ხარჯის 70%-ს მთავრობა დაფარავს

მცირე ფერმერებისთვის დაზღვევის ხარჯის 70%-ს მთავრობა დაფარავს
მცირე ფერმერებისთვის დაზღვევის ხარჯის 70%-ს მთავრობა დაფარავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერებისათვის აგროდაზღვევა 3 - წლიანი გახდება. 

როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 3 - წლიანი დაზღვევა საშუალებას მისცემს ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები მომავალი წლის რისკების დაზღვევისთვის მიმართოს.

„აგროდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა ნებისმიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნებისმიერ ქვეყანაში და წარმატებული მაგალითი დედამიწაზე არ არსებობს. თუმცა, წლიდან - წლამდე საქართველოში ეს კომპონენტი იხვეწებოდა. ფერმერებს დღეს აქვთ წარმატებული გამოცდილება სადაზღვევო სერვისით სარგებლობის. დღეს აგროდაზღვევა იქნება 3 - წლიანი, ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს, რომ მიღებული მოსავლის რეალიზაციის შედეგად თანხები მიმართოს მომავალი წლის რისკების დაზღვევისთვის და ეს არის დიდი მოქნილობა ჩვენი ფერმერებისთვის," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მცირე მეურნეობებისთვის სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსება დაახლოებით 70 პროცენტიანი იქნება .

„სამწუხაროდ, ახლა სოფლის მეურნეობაში საკმაოდ რისკიანი ფაზა გვაქვს და მოვუწოდებ ფერმერებს, ისარგებლონ დაზღვევის პროგრამით, რაც გვაძლევს საშუალებას მინიმუმამდე შევამციროთ სადაზღვეო რისკები. მცირე მეურნეობებისთვის დაახლოებით 70%- იანი თანადაფინანსებაა სადაზღვევო პრემიის და ეს ერთ-ერთ კარგ პროექტად ითვლება საერთაშორისო დონეზეც,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ერთწლიანი კულტურების წარმოებას სესხების პროცენტს მთავრობა დაუფარავს.

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

სამთავრობო დახმარებისა და შეღავათების მიღების პირობა არის რეგისტრირებული მიწის ფლობა, ანუ დახმარებებს და შეღავათებს მხოლოდ რეგისტრირებული მიწის მფლობელი ფერმერები მიიღებენ.

ცნობისთვის, რეგისტრირებულ ერთ ჰექტარზე მთავრობა ფერმერს 850-დან 1 700 ლარამდე დაეხმარება.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება. ამაზე მთავრობა კომპანიებს გაურიგდა და რამდენიმე წელი ისინი გლეხებს იაფ დიზელს შესთავაზებენ.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს, ხოლო კოოპერატივებს ხელისუფლება მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს.

ფერმერები ისარგებლებენ საბანკო შეღავაღებითაც.

ცნობისთვის, პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს. მისივე პროგნოზით, ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.

შეგახსენებთ, ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, მიწის რეგისტრაცია უფასოდ შეეძლება.

იხილეთ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები მთავრობის დახმარების მისაღებად.

დღესვე მინისტრმა დეტალურად განმარტა, რა სახით მიიღებენ ფერმერები სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system