თავში

ნათია თურნავა: 2020 წელს მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ

მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ
ნათია თურნავა: 2020 წელს მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ

„უახლოეს პერიოდში ჯამში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება მხოლოდ მტკნარი წყლის წარმოების ფარგლებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც 50 მცირე მეწარმეს, რომლებსაც მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია გამარტივებული წესით გადაეცათ. 

„რა თქმა უნდა, მეწარმეს, რომელიც დაკავებულია სხვა პროფილის საქმიანობით, მათ შორის იქნება ეს მცირე ფერმები, სასტუმროები, სამრეცხაოები თუ კვების ობიექტები, იმისთვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე ჭაბურღილიდან ტექნიკური წყლით ისარგებლოს, არ უნდა სჭირდებოდეს აუქციონში მონაწილეობა და საკმაოდ ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა.წლის ბოლომდე ჩვენგან მსგავს ლიცენზიას 120 მცირე საწარმო მიიღებს. მომავალ წელს მათი რიცხვი უკვე რამდენიმე ასეული იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან თქვენ შექმნით ახალ სამუშაო ადგილებს არამარტო ქალაქად, არამედ სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში. 2020 წელს მთელი ინდუსტრია 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს,“ 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system