თავში

მცირე წარმოება მერძევეობის მთავარ პრობლემად სახელდება

მცირე წარმოება მერძევეობის მთავარ პრობლემად სახელდება
მცირე წარმოება მერძევეობის მთავარ პრობლემად სახელდება

მერძევეობის სფერო მთავრობისთვის უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება. შესაბამისად, დარგის მხარდამჭერი პროექტები გრძელდება და ფერმერების მხრიდან ინტერესიც მატულობს. ამ ეტაპზე მერძევეობის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 255 განაცხადი უკვე დამტკიცებულია. ფერმერები მთავრობის ღონისძიებებს დადებითად აფასაბენ და საუბრობენ ასევე დარგში არსებულ პრობლემაზე, რომელთა შორის მთავარი წარმოების სიმცირეა.

ქვემო ქართლში მცხოვრები ფერმერი გიორგი გიორგაძე აღნიშნავს, რომ მცირე წარმოების გამო პროდუქტის შესყიდვა უფრო და უფრო უჭირს. ამის მიზეზი კი, მისი თქმით, საქონლის პროდუქტიულობის კლებაა, რაზეც ყურადღება ნაკლებადაა გამახვილებული.

,,შინა მეურნეობებში წარმოების საგრძნობი კლება შეიმჩნევა, ამიტომ ცხადია, რომ მოწოდებამ იკლო. ეს ჩვენს საქმიანობაზეც აისახა, გლეხებისგან საკმარის მარაგებს ვერ ვყიდულობთ და იძულებული ვართ, რომ შევამციროთ წარმოება. მთავრობა საკმაოდ გააქტიურდა და ხალიც მეტ ინტერესს იჩენს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ზალისხმევა არასაკმარისია. მარტო მცდელობა არ კმარა, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს. პირველ რიგში, ხალხი უნდა დაინტერესდეს ხალხი წარმოების ზრდით არ არის დაინტერესებული. ამ მხრივ ახალი პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა, რადგან არა მარტო სოფლად მცხოვრებლებისთვის არის შეღავათი, აქედან წასული მოსახლეობის დასაბრუნებლადაც მომგებიანი შემოთავაზებაა, რომ ოჯახები ფეხზე დააყენონ. მთავარია, საქმის გამკეთებელი გამოჩნდეს", - ამბობს გიორგი გიორგაძე.

დედოფლიწყაროში მცხოვრები ფერმერი ბესიკ თოფმაჯიშვილი აქცენტს მესაქონლეობის განვითარებაზე აკეთებს და აცხადებს, რომ მესაქონელეობა დიდ გასაჭირშია, რადგან სოფლებში იშვიათად მოიძებნება ოჯახები, რომლებსაც შეიძლება 3 ან მეტი სული საქონელი ჰყავდეთ.

,,საოჯახო მეურნეობებს ყურადღება ექცევა და გლეხები მასიურად უნდა დაინტერესდნენ, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან. კარგია, რომ ახალი პროექტები იქმნება, ამან უნდა შექმნას მოტოვაცია, რომ მეტი პირუტყვი იქონიონ, მეტი რზე აწარმოონ და ოჯახური მეურნეობები განავითარონ", - ამბობს ფერმერი report.ge-თან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის 25 სექტემბრის მონაცემებით, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 12,4 მლნ ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ რძის წარმოება მეორე კვარტალში მცირდედით გაიზარდა, რეალურად იგი დაბალ დონეზეა და დახმარებას საჭიროებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით,2020 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 197.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system