თავში

მცხეთა მთიანეთის მხარეში აგრარული ბაზრები არ ფუნქციონირებს

მცხეთა მთიანეთის მხარეში აგრარული ბაზრები არ ფუნქციონირებს
მცხეთა მთიანეთის მხარეში აგრარული ბაზრები არ ფუნქციონირებს

ამ დრომდე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არც ერთ აგრარულ ბაზარს ფუნქციონირება არ განუახლებია. 

ამის შესახებ report.ge-ს სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა მცხეთა-მთიანეთის აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს და მათი გახსნის საკითხზე იმსჯელეს.

ადგილზე არსებულ ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დეტალურად ეცნობიან. მათ მიერ უკვე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემდგომ ბაზრებში სავაჭრო პროცესი ეტაპობრივად აღდგება.

შალვა კერესელიძემ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპის პირობებზეც გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით გასატარებელი ზომები შეაჯამა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, მუშაობას ანახლებენ სამშენებლო კომპანიები. 

აქტიურად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სამუშაო პროცესი განახლდება ავტოსარემონტო კომპანიებშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system