თავში

მცხეთა-მთიანეთში ტურისტებისთვის 4 სამარშრუტო ბილიკი მოეწყობა

მცხეთა-მთიანეთში ტურისტებისთვის 4 სამარშრუტო ბილიკი მოეწყობა
მცხეთა-მთიანეთში ტურისტებისთვის 4 სამარშრუტო ბილიკი მოეწყობა

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით მცხეთა- მთიანეთის რეგიონში პროექტი სახელწოდებით „მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და მდგომარეობის გაუმჯობესება რეგიონში ტურისტული პოტენციალის უკეთ გამოყენების გზით,“ ხორციელდება. 

პროექტი გულისხმობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში დანიშნულების ადგილის მართვის ინიციატივის (DMI) შექმნას.

აღნიშნული პროექტის მიმდინარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მაცაცო (მანანა) ნარიმანიძემ და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის დირექტორმა ანა ზვიადაურმა ისაუბრეს. ანა ზვიადაურის განცხადებით აღნიშნული პროექტის განხორციელებით ორგანიზაცია რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციის გაზრდას შეუწყობს ხელს. დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთში ტურისტებისთვის 4 სამარშრუტო ბილიკის შექმნა, ასევე ფუნქციონირებას დაიწყებს სამ ენოვანი (ქართული,ინგლისური,რუსული) ვებ-გვერდი,რომელიც ადგილობრივ ბიზნესს პოპულარიზაციის გაზრდაში დაეხმარება.ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი რამდენიმე წელზეა გათვლილი. სამომავლოდ დაგეგმილია პროექტის მიმდინარეობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობაც, ამაზე მხარეებმა მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს.მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მაცაცო ნარიმანიძემ პროექტის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა და პროექტს მხარდაჭერა აღუთქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system