თავში

მცხეთის მაღალმთიან ზონაში შეღავათებით 22 000-მდე ადამიანი სარგებლობს

მცხეთის მაღალმთიან ზონაში შეღავათებით 22 000-მდე ადამიანი სარგებლობს
მცხეთის მაღალმთიან ზონაში შეღავათებით 22 000-მდე ადამიანი სარგებლობს

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის 489 დასახლებიდან მაღალმთიანის სტატუსით სარგებლობს 432 დასახლება. დაწესებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება 22 000-მდე ადამიანს მიეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

კანონის ამოქმედებიდან დღემდე (2015-2020) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მაღალმთიანი დასახლების მცხოვრებთათვის სოციალური შეღავათები დაფინანსდა 19.9. მლნ ლარით, მათ შორის:

პენსიონერებისთვის დანამატის სახით გაიცა 12.2 მლნ ლარი;

ექიმებისა და ექთნების სახელფასო დანამატის სახით გაიცა 2.5 მლნ ლარი;

მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურება დაფინანსდა 2.5 მლნ ლარით;

სოციალური პაკეტზე დანამატმა შეადგინა, საერთო ჯამში 925 321 ლარი;

ახალშობილთათვის დახმარების სახით გაიცა - 1.7 მლნ ლარი.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე კომპანიები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. 

ცნობისთვის, 2016-2020 წლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (ასევე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან) დაფინანსდა 73.8 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორისაა:

საგზაო ინფრასტრუქტურა - 34.9 მლნ ლარი;

წყალმომარაგება - 10.2 მლნ ლარი;

სანიაღვრე და წყალარინების სისტემები - 9.8 ლარი;

კულტურისა და სპორტის პროექტები - 10.7 ლარი;

ხიდები, კეთილმოწყობა - 3.8 მლნ ლარი;ბაღები - 4.1 მლნ ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system