თავში

მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი" ამოქმედდა.

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოწყობილ მეურნეობაში სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე იმყოფებოდნენ.

სასათბურე მეურნეობა 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. მეურნეობაში, წლიურად, 10 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდით „მაგემე“ ხორციელდება.

სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, 350,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 50,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 150,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის განვითრების მხარდაჭერას გულისხმობს. ამ მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებს. სასათბურე მეურნეობა, რომელიც აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, პირველად წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მაგალითია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system