თავში

ნინო წილოსანი: "მწვანე ბიუჯეტი“ დაგვეხმარება ქვეყნის ბიუჯეტი გავხადოთ უფრო მწვანე

"მწვანე ბიუჯეტი“ დაგვეხმარება ქვეყნის ბიუჯეტი გავხადოთ
ნინო წილოსანი: მწვანე ბიუჯეტი“ დაგვეხმარება ქვეყნის ბიუჯეტი გავხადოთ უფრო მწვანე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი „მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის დოკუმენტს, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა წარადგინა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, მწვანე ბიუჯეტის პროექტი კომიტეტის წევრების აქტიური ჩართულობით, ყველა დაინტერესებულ მხარესთან, სამოქალაქო სექტორსა და სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, ძალიან სიღრმისეულად იქნა დამუშავებული, გამოკვეთილ იქნა უმნიშვნელოვანესი მიგნებები და, რაც მთავარია, შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც სავალდებულო შესასრულებელი იქნება იმისათვის, რომ პროექტის მომზადებისას მოკვლეულ თემატიკას მომავალში სათანადო განვითარება მიეცეს.

„მწვანე ბიუჯეტის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც გახდება სახელმძღვანელო დოკუმენტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საპარლამენტო და კომიტეტის საქმიანობისთვის, რადგან ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული ბიუჯეტში, რომელიც ჩვენი მიღებული კანონმდებლობიდან გამომდინარე საჭიროებს სტრუქტურულ თუ პროგრამულ გაძლიერებას და რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული იმისათვის, რომ ჩვენი ბიუჯეტი გახდეს უფრო მწვანე და ქვეყნის ეკოლოგია და გარემოს დაცვა ავიდეს იმ ხარისხში, როგორ ხარისხშიც გარემოს დაცვის ერთობლივი პოლიტიკის მიმართულება გვაქვს აღებული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა დოკუმენტის წარდგენისას.

დოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ფუნქციების განხორციელების შედეგები და განსაზღვრულია საბიუჯეტო პრიორიტეტები და მის საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები 2021-2024 წლებისთვის.

კომიტეტის თამჯდომარემ თავის გამოსვლაში რამდენიმე რეკომენდაციაზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ სოფლის განვითარების სტრატეგიის გაფართოებაზე, ასევე რეკომენდაციებზე ეკოლოგიის, ეკოტურიზმის მიმართულებით, მწვანე ბიზნესის განვითარების და მისი წახალისების კუთხით, კლიმატური ცვლილებების, ბუნებრივი კატაკლიზმების სტიქიური მოვლენების პრევენციის, ნარჩენების მართვის მიმართულებით, მიღებული კანონების აღსრულების კუთხით და სხვა.

მისი თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად კომიტეტის მომდევნო ოთხი წლის სამუშაო პრიორიტეტებს განსაზღვრავს ბიუჯეტთან მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყოველი წლის ბიუჯეტის განხილვისას კომიტეტმა განსაზღვრული პრიორიტეტები წამოაყენოს წინა პლანზე.

მწვანე ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა კომიტეტმა ორგანიზაცია CENN-თან (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ერთად დაიწყო, პროექტი მუშავდებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით, ასევე პროგრამულად დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან ერთად. კომიტეტის თავმჯდომარემ ყველას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ ყველას ერთობლივ მიზანს წარმოადგენს იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც წარმოდგენილია დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system