თავში

მწვანე ეკონომიკის რა გეგმები აქვთ აშშ-ს და ჩინეთს

მწვანე ეკონომიკის რა გეგმები აქვთ აშშ-ს და ჩინეთს
მწვანე ეკონომიკის რა გეგმები აქვთ აშშ-ს და ჩინეთს

ჩინეთის მთავრობა ქვეყანაში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს, რომელიც 2030 წელს პიკს მიაღწევს, 2060 წლისთვის ნულამდე დაიყვანს და ჩინეთი „კარბონ-ნეიტრალური“ ქვეყანა გახდება. ამის შესახებ ჩინეთის წარმომადგენლებმა აშშ-ის მიერ ორგანიზებულ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის სამიტზე კიოდევ ერთხელ ისაუბრეს. პირველად კიი ეს ამბიციური გეგმა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, 2020 წლის სექტემებრში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დააანონსა. 

აშშ-ის პეზიდენტი ჯო ბაიდენი კი გეგმავს  2030 წელს მავნე გამონაბოლქვი 50-52%-ით შეამციროს, 2005 წელთან შედარებით, ხოლო 2050 წლისთვის აშშ-ის ეკონომიკის ნულოვანი გამონაბოლქვით არსებობაა დაგეგმილი.  როგორც სამიტზე ბაიდენმა განმარტა, 2035 წლისთვის ამერიკის ენერგოსექტორი სრულად იტყვის უარს ნახშიროჟანგით ჰაერის დაბინძურებაზე.  აშშ კლიმატის ეროვნულ სტრატეგიას უკვე ამუშავებს, რომელიც წლის ბოლომდე გასაჯაროვდება. 

ბაიდენი ამტკიცებს, რო, გლობალურ დათბობასთან ბრძოლა აშშ-ის ეკონომიკას გაზრდის, მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რადგან სუფთა ენერგიის მისაღებად ინფრასტრუქტურის მშენებლობა მრავალრიცხოვან სამუშაო ძალას მოითხოვს. 

აშშ და ჩინეთი კლიმატის დასაცავად ითანამშრომლებენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system