თავში

“მწვანე პასპორტის” თემაზე ბიზნესთან კომუნიკაციას განვაგრძობთ - მარიამ ქვრივიშვილი

“მწვანე პასპორტის” თემაზე ბიზნესთან კომუნიკაციას განვაგრძობთ - მარია
“მწვანე პასპორტის” თემაზე ბიზნესთან კომუნიკაციას განვაგრძობთ - მარიამ ქვრივიშვილი

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან “მწვანე პასპორტის” თემაზე. გასულ კვირას შეხვედრები გავმართეთ კერძო სექტორთან და მივიღეთ მათგან მნიშვნელოვანი უკუკავშირი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტურისტულ სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის მსვლელობისას, განხილული იქნა საქართველოში „მწვანე პასპორტების“ შემოღების დეტალები.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრას კერძო სექტორთან, რათა ერთობლივად დავგეგმოთ ზამთრის სეზონი. განვიხილეთ „მწვანე პასპორტის“ ახალი კონცეფცია, აგრეთვე შემსუბუქებული რეგულაციები, რომლის მიხედვითაც რესტორნები შეძლებენ 23:00 საათის შემდეგ ოპერირებას და მეტი შიდა და საერთაშორისო ვიზიტორის უსაფრთხოდ მასპინძლობას.

მოხარული ვარ, რომ კერძო სექტორმა დადებითად შეაფასა საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი იყო მთავრობის მხრიდან კომუნიკაცია და შემდგომ, ბიზნესის თხოვნის გათვალისწინება, რაც ცხადია დადებითად შეაფასეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system