
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, გურია, რომელიც „მწვანე რეგიონის“ სტატუსს ინარჩუნებს ტურისტების მისაღებად ემზადება.
დაბა ბახმაროში, ელექტრომომარაგების 0,4 კილოვოლტიანი ძაბვის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამრიცხველიანების სამუშაოების დასრულების შემდეგ 2 000 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. პროექტი რომლის ღირებულებაც 2 849 000 ლარს შეადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოები პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, ბახმაროში 9 მილიონი ლარის სამუშაოები სრულდება, აქედან ელექტრომომარაგების პროექტში გასულ წელს 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. მნშივნელოვანია, რომ აღნიშნულ სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
შეგახსენებთ, ბახმაროში მოეწყობა დასასვენებელი პარკი, რომლისთვისაც 1,373 მლნ ლარი დაიხარჯება.
ბელა გელაშვილი
ავტორი