თავში

მწვანე წყალბადის წარმოება ელექტროენერგიის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება

​მწვანე წყალბადის წარმოება ელექტროენერგიის ერთ-ერთ ალტერნ
მწვანე წყალბადის წარმოება ელექტროენერგიის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება

„მწვანე წყალბადის წარმოების განვითარება ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა ფონდის მიმდინარე და სამომავლო პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების დიდი, აუთვისებელი პოტენციალი. გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ბოლო წლებია საქართველოში საჯარო და კერძო სექტორი აქტიურად მუშაობს მწვანე წყალბადის შესწავლის საკითხებზე. პერმანენტულად ტარდება სხვადასხვა სახის საერთაშორისო და ადგილობრივი სემინარები და შეხვედრები, სადაც ხდება მსოფლიო ტენდენციების განხილვა და საქართველოს როლის განსაზღვრა მწვანე წყალბადის საერთაშორისო რუკაზე.

ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თქმით, მიმდინარე წელს მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის დაწყება იგეგმება.

საქართველომ წყალბადის ეკონომიკის განვითარების კურსი აიღო, რომლის საფუძველი „მწვანე“ წყალბადია. ქვეყნის მთავრობამ შეთანხმებას უკვე მოაწერა ხელი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან. EBRD-ი საქართველოს დაეხმარება ქვეყნის საჭიროების შეფასების ტექნიკურ კვლევასა და ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის წარმოებაში. ასევე, არსებული აქტივების მოდერნიზაციაში. ტექნიკური თანამშრომლობა რამდენიმე წელს გაგრძელება, რის შემდეგაც პოტენციური ინვესტიციების ვადები განისაზღვრება. საქართველო "მწვანე“ წყალბადის წარმოების გლობალურ პროცესს უერთდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system