თავში

მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე იმყოფებოდა. მათ მუხურის ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღგენითი სამუშაოები დაათვალიერეს და უნიკალურ სანაშენე მასალას გაეცნენ. 

მუხურის მეფუტკრეობის საცდელ მეურნეობას 70-წლიანი ისტორია აქვს. აქ წლების განმავლობაში მიმდინარეობს სადედე ფუტკრის გამოყვანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულება განვითარდეს, რასაც მუხურის მეფუტკრეობის ბაზის წარმატებული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული უნიკალური ჯიშების შენარჩუნება და გავრცელება მოხდეს“,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system