თავში

მზადაა თუ არა მთის კურორტები ტურისტების მისაღებად

მზადაა თუ არა მთის კურორტები ტურისტების მისაღებად
მზადაა თუ არა მთის კურორტები ტურისტების მისაღებად

„საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მთა მასობრივ ტურიზმს ვერარ უძლებს.

"კონკრეტულად სვანეთზე მაქვს საუბარი. რეგიონი დგას როგორც განაშენიანების პრობლემის, ასევე კანალიზაციისა და სხვა ჰიგიენური პრობლემის წინაშე. რეგიონს, რომელსაც დაემატა 10-ჯერ მეტი ადამიანი და გაყვანილობის მხრივ არაფერი შეცვლილა, დახმარება სჭრიდება," - განაცხადა „საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ია თაბაგარმა.

სვანეთში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ გიდებიც. 

"სვანეთში ვისაც როგორ უხარია ისე ჩართავს და გამორთავს ამ საბაგიროებს ჰაწვალზე. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიწერებოდით უკმაყოფილო გიდები, პასუხს არავინ გვცემს,"  - წერს სერვისით უკმაყიფილო გიდი მარიამ კანდელაკი სოცილურ ქსელში.

როგორც ჩანს, სვანეთის გარდა, პრობლემებია გუდაურშიც. გიდი მარიამ კანდელაკი "მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" მეტ მუშაობას სთხოვს. 

ანტისანიტარია, რიგები სალაროებთან და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელზე გიდი "მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" თამაზ გამცემლიძეს სოცვიალურ ქსელში საჯაროდ უწერს.

"სანაგვეები გადავსებული ნაგვით, ყარს ტუალეტები, შიდა გზები მოუწესრიგებელი,სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნაგვით გადატენილი ურნები,სანამ ადგილამდე მიხვალ ტალახში ამოგუნგლულმა უნდა ატარო ტურისტები, გაუმართავი სერვისი, რა გაგიხდათ ერთი ცხელი ხაზი, რომ იქონიოთ, ფბ-ზე კი მუდმივად არის პასუხი - ,,გადავცემთ ადმინისტრაციას’’.

სეზონის გახსნისას ზედახორა სალაროებთან, თქვენივე თანამშრომლებიდან გამოდის ინფორმაცია, რაღაც გაუმართავია, გუდაური მხოლოდ ზამთრის კურორტი არ არის აქედან გამომდინარე ყოველდღიურ მოვლა პატრონობას კი არ გთხოვთ,მოვითხოვთ. ვინაიდან ჩვენი მოზიდული ტურისტებიდან ვავსებთ ბიუჯეტს და თქვენს ჯიბეებსაც.
სეზონი იხსნება, თუმცა წინასწარ არ გვაქვს ინფორმაცია რა გეგმები გაქვთ სრულ ვაკუუმში გვამყოფებთ. 

ფასდაკლება კარგია,მაგრამ თუ ვერ მოვედით და ვერ მოვემსახურეთ ჩვენს სტუმრებს ადგილობრივს თუ ჩამოსულს, ისე როგორც საჭიროა, აზრი? თანაც, ყველა სასრიალოდ არ დადის ცნობისთვის.

იმედია გაითვალისწინებთ ამ ყველაფერს და ნუ გვაიძულებთ ,,მიტინგების მოწყობას,“ დაემატეთ ჩვენს გვერდზე ჯგუფში და გაეცანით ჩვენს პრობლემებს,იქ ყველას ერთად გაგვეცით პასუხი, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით," - წერს გიდი.

"მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელმა უკმაყოფილო გიდს სოციალურ ქსელშივე უპასუხა. თამაზ გამცემლიძემ ის პრობლემებზე სამსჯელოდ მიიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system