თავში

მზადყოფნა უარესისთვის, იმედი უკეთესობის - მზადება Brexit - ისთვის

მზადყოფნა უარესისთვის, იმედი უკეთესობის - მზადება Brexit - ისთვის
მზადყოფნა უარესისთვის, იმედი უკეთესობის - მზადება Brexit - ისთვის

BBC Business News - ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობის მომავალი, ევროპული პორტები, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ტონას საქონელს უგზავნიან ბრიტანეთს, ცდილობენ ჰქონდეთ გეგმა B, რათა მზად იყვნენ ყველა შესაძლო ვარიანტისთვის. ამ მომენტისთვის ევროპული გემების რაოდენობა რიტერდამის ნავსადგურზე არ შემცირებულა. თუმცა, ანალიტიკოსები სვამენ რიტორიკულ კითხვას - საკმარისი იქნება კი მათი გეგმები ქაოსის თავიდან ასაცილებლად?

დღეს როტერდამის პორტი მსოფლიოში სიდიდით მეათეა. ყოველწლიურად მას დაახლოებით 470 მილიონი ტონა საქონლის გადამუშავება შეუძლია, ეს დაახლოებით იგივე მოცულობაა, რასაც ამუშავებს ბრიტანეთის ყველა პორტი ერთად.

სამხრეთ ნიდერლანდებში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი ძირითადად დიდი ბრიტანეთის ბაზარზეა გათვლილი. საოჯახო საწარმოს Best Fresh - ის მფლობელი, მარტ ვალსტარი, რომელიც პროდუქტს ბრიტანეთში აექსპორტებს, წუხს, რომ ბრექსიტი მის ბიზნესს დაარტყამს.

ვალსტარი ირწმუნება, რომ ტრადიციული ინგლისური საუზმისთვის უმნიშვნელობანესი ინგრედიენტი, ბეკონი და პომიდორი, ბრიტანეთში უმეტესად იმპორტირდება. ამას ადასტურებს სტატისტიკაც. ბრიტანეთის ხორცის გადამამუშავებელთა ასოციაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთი ღორის ხორცის წმინდა იმპორტიორია. ბრიტანეთის ტომატის მწარმოებელთა ასოციაციაც ამბობს, რომ პამიდვრის შიდა წარმოება ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში გაყიდული პამიდვრის მთლიანი მოცულობის მხოლოდ მეხუთედს შეადგენს.

ვალტარსი აცხადებს, რომ ტუ ბრექსიტის ხელსეკრულებაში მკაცრად არ გაიწერება საექსპორტო და საიმპორტო პროდუქტების ფასი, ბრიტანეთის ბაზარზე პროდუქტის შეტანა წამგებიანი გახდება. წამგებიანი იქნება ასევე ბრიტანეთიდან იმპორტის განხორციელებაც.

ამ დროისათვის დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებს და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს შორის ტვირთი შეუფერხებლად გადაადგილდება პორტში ყოველგვარი შემოწმების გარეშე. მაგრამ Brexit– ის შეთანხმების გარეშე, დიდი ბრიტანეთი აღარ იქნება ევროკავშირის საბაჟო კავშირის ნაწილი. აქედან გამომდინარე როტერდამის პორტში ახალი სასაზღვრო პირობები ამოქმედდება, რის გამოც ბიზნესს ექპორტი გაუჭირდება.

ჰოლანდიის სურსათის უვნებლობის ორგანომ მოიწვია დაახლოებით 150 დამატებითი პერსონალი, მათ შორის 100  "Brexit ვეტერინარი", რათა ექსპორტიორი ბიზნესი გადაეწყოს ახალ პირობებზე.

ნიდერლანდების საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრი,სიგრიდ კაგი, BBC -თან ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ სავაჭრო ურთიერთობები Brexit– ის ყველა შესაძლო სცენარს მინიმალური დანაკარგით მოერგოს. იგი იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთი მოლაპარაკებებში ხისტი არ იქნება.

როგორ ემზადებიან Brexit- ისთვის თავად ბრიტანეთში? -  ბრიტანული შემოსავლებისა და საბაჟო სამსახურები აცხადებენ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს საზღვარზე ნებისმიერი ტვირთის, იმპორტ-ექსპორტის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის. ოფიციალური ლონდონი გეგმავს საბაჟო პროცედურების გამარტივებას ტრაფიკის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით. უფრო მეტიც, ზოგიერთ ტვირთს ექნება შესაძლებლობა რიგგარეშე გაიაროს დუევრის პორტი.

”მზადება ყველაზე უარესისთვის, მაგრამ იმედი საუკეთესოსთვის,“ - ასეთია დიდი ბრიტანეთის სამუშაო დღის წესრიგი ბრექსიტისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system