თავში

მზის ელექტროსადგურების დამონტაჟებაზე ინტერესი გაზრდილია

მზის ელექტროსადგურების დამონტაჟებაზე ინტერესი გაზრდილია
მზის ელექტროსადგურების დამონტაჟებაზე ინტერესი გაზრდილია

"გრინ ენერჯიშის" ცნობით, ნეტო აღრიცხვაში პირველი ივლისიდან შესული ცვლილებების შემდეგ, მზის ელექტროსადგურების დამონტაჟებაზე ინტერესი გაზრდილია. მათივე შეფასებით, მოთხოვნამ საშულოდ 60%-ით იმატა.

გრინ ენერჯიმ კაპროვანში ერთ-ერთ სასტუმროს 100 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური დაუმონტაჟა.ერთი კვირაა რაც ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა.

ცნობისთვის, ნეტო აღრიცხვის სისტემაში შესული ცვლილებებით, მწვანე ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 100 კვტ-დან 500 კვტ-მდე გაიზარდა. სიახლე შეეხება როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე მომხმარებელთა ჯგუფს, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროენერგიის გამომუშავების საკუთარი წყარო საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ეს გადაწყვეტილება 1 ივლისიდან არის ძალაში.

"გაუქმდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას მიერთების აუცილებლობა. მომხმარებლისა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ერთი გამანაწილებელი კომპანიის ქსელით სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება სხვადასხვა ადგილას. სემეკის ახალი რეგულაციების მიხედვით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მომხმარებელთა ჯგუფის მიერ სარგებლობისას, თითოულ მომხმარებელს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური რევერსული ან ჭკვიანი მრიცხველი ანგარიშსწორებისათვის. მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათები ჯგუფის ყველა წევრს ერთსა და იმავე დღეს ინდივიდუალურად დაერიცხება, წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია გაიქვითება, ხოლო წლის განმავლობაში დაგროვილ ჭარბ ელექტროენერგიას შეისყიდის გამანაწილებელი კომპანია. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას. ასევე, არ არის სავალდებულო ელექტროსადგური იყოს მომხმარებლ(ებ)ის საკუთრებაში. ელექტროსადგურით სარგებლობა შესაძლებელია იჯარით, ლიზინგით ან სხვა ფორმით ფლობის შემთხვევაშიც. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით სარგებლობა შეუძლიათ 500 კვტ-მდე სიმძლავრის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსაც. დაუშვებელია პირი ერთდროულად სარგებლობდეს როგორც მიკროსიმძლავრის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით," - ესაა იმ ცვლილებების პაკეტი, რომელიც სემეკმა 18 ივნისს დაამტკიცა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში 173 მომხმარებელია ჩართული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system