თავში

ნაფარეულში არანაკლებ 86-ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა

ნაფარეულში არანაკლებ 86-ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა
ნაფარეულში არანაკლებ 86-ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა

თელავში, სოფელ ნაფარეულში არანაკლებ 86 ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა, რისთვისაც 2 110 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ლოპოტას“ სოფელ ნაფარეულში მდებარე 30613 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 461 595 ლარად საკუთრებაში გადაეცა.

ცნობისთვის, "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა. საპრივატიზებო ობიექტები გარდა სხვადასხვა მახასიათებლებისა, მოიცავს განვითარების სავარაუდო შესაძლებლობას. გამარტივებული საპრივატიზებო პროცედურების მეშვეობით ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system