თავში

ნაკადულის კალმახის საშენში საინკუბაციო შენობა აშენდა

ნაკადულის კალმახის საშენში საინკუბაციო შენობა აშენდა
ნაკადულის კალმახის საშენში საინკუბაციო შენობა აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში 160 კვ.მ. შენობა აშენდა, სადაც კალმახის ინკუბატორი და სალიფსიტე აუზები განთავსდება.

საგეენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

2016 წლიდან, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც სისტემატიურად პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.

შეგახსენებთ, ნაკადულის კალმახის მოშენება, ერთი მხრივ, გარემოს გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს და, მეორე მხრივ, განავითარებს ქვეყანაში თევზის წარმოებას.

 მთავრობა აკვაკულტურის გააქტიურებას გეგმავს. მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ძალიან მოკლე ხანში პარლამენტი დაამტკიცებს, კერძო ინვესტორებისთვის განვითარების აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს შექმნის. კანონპროექტში გათვალისწინებულია წამყვანი ქვეყნების საუკეთესო მაგალითები. კანონის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებიც.

ახალი კანონით აკვაკულტურის ადგილობრივ კოოპერატივებს ეძლევათ გარკვეული ბენეფიტები. კანონპროექტის ინიცატორების განმარტებით, დღეს საქართველოში თევზის 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის, ქვეყნის რეალური შესაძლებლობა კი 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოებაა. მათივე მტკიცებით, ახალი კანონპროეექტით, აკვაკულტურის დარგი დასტიმულირდება და პირველ ეტაპზე ჩანაცვლდება იმპორტი, მეორე ეტაპზე ქართული თევზი გავა ექსპორტზე და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარებს ეკოტურიზმს.

ცნობისთვის, 2024 წლამდე აკვაკულტურის ინდუსტრიაში ჩართული პირები ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდნენ.

წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭა 20 წლამდე ვადით. აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება.

კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივნისს დამტკიცდა, 2021 წლიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავია. გარდა ამისა, ქვეყანაში არის უამრავი შესაძლებლობა ხელოვნური წყალსატევების შექმნის.

2019 წელს საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 464.7 ტონა შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system