თავში

ნახევარ ჰექტრამდე მოცვის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

ნახევარ ჰექტრამდე მოცვის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს
ნახევარ ჰექტრამდე მოცვის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

მოცვლის მიმართ ინტერესი საქართველოში გაიზარდა. მოცვის ბაღები სახელმწიფო მხარდაჭერით შენდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროგრამა ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში 178 ჰექტარზე მოცვის ბაღი უკვე გაშენებულია. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ახალი კომპონენტი ნახევარ ჰექტრამდე ფართობზე მოცვის გაშენებას სრულად აფინანსებს. მხოლოდ ამ კომპონენტით ზუგდიდში 32 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გაშენებულია, გარდა ამისა 35 განაცხადი უკვე დაფინანსებულია და მისი გაშენება აგროვადების შესაბამისად მოხდება. სახელმწიფომ საოჯახო მეურნეობების გაშენებისთვის საჭირო ნერგებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის 100%-ით დაფინანსების კომპონენტი დაამატა.

ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ფერმერ ალექსანდრე გარმელიას და გიორგი ზაქარაიას სახელმწიფო პროგრამით გაშენებული მოცვის ბაღების დათვალიერებისას განაცხადა.

,,ამ კულტურის მიმართ ინტერესი მზარდია, სახელმწიფო პროგრამებიც შესაბამისად მორგებული და ფერმერზე ორიენტირებულია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროგრამა ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში 178 ჰექტარზე მოცვის ბაღი უკვე გაშენებულია. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ახალი კომპონენტი ნახევარ ჰექტრამდე ფართობზე მოცვის გაშენებას სრულად აფინანსებს. მხოლოდ ამ კომპონენტით ზუგდიდში 32 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გაშენებულია, გარდა ამისა 35 განაცხადი უკვე დაფინანსებულია და მისი გაშენება აგროვადების შესაბამისად მოხდება”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და დასძინა, რომ ზუგდიდში კენკროვანი კულტურების განვითარების დიდი პოტენციალია. 

ალექსანდრე გარმელიას სოფელ ნარაზენში 9 ჰექტარზე მოცვის სხვადასხვა ჯიშების პლანტაცია აქვს გაშენებული, მან პირველი მოსავალი წელს მიიღო და 11 ტონა მოცვის რეალიზება მოახდინა. ახალგაზრდა ფერმერს გიორგი ზაქარაიას კი ლურჯი მოცვი 7 ჰექტარზე აქვს გაშენებული და სეზონურად 150 ადამიანს ასაქმებს, ყოველდღიურად კი მის ფერმერულ მეურნეობაში 15 ადგილობრივი მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system