თავში

ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობას მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება

ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობას მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება
ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობას მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება

ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობას მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება. ლოგისტიკისა და სარკინიგზო საკითხების ექსპერტიები ამბობენ, რომ საქართველომ ეს ორი წელი მაქსიმალურად უნდა გამოიყენის დარჩეს ანგარიშგასაწევ მოთამაშედ რეგიონის სარკინიგზო დერეფანში. ექსპერტების ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას საფრთეხეს ვერაფერი შეუქმნის მინის უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე. 

 აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ჰორადიზიდან ზანგილანამდე, ანუ სომხეთთან საზღვრამდე რკინიგზის მშენებლობას მაქსიმუმ ორი წელი დასჭირდება.მისივე თქმით პროექტის განსახორციელებლად პრაქტიკული სამუშაოების უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზადდება.

"ეს ჩვენი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია ტვირთების მიწოდების დაწყება აზერბაიჯანიდან თურქეთში, სომხეთის და ნახიჩევანის გავლით და უკუმიმართულებით. ამგვარად, გაიხსნება ნახიჩევანის დერეფანი, რომლის შესახებ აღნიშნულია 10 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში“, - განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ ამ დერეფანში ტვირთი რკინიგზის მოწყობამდე საავტომობილო გადაზიდვებით იმოძრავებს. 

რაც შეეხება თურქულ მხარეს, თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის შეფასებით, ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვება გარდამტეხი ეტაპია თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში და მთელი რეგიონის, კავკასიის პოლიტ-ეკონომიკაში. 

აკარმა იმედი გამოთქვა, რომ ნახიჩევანსა და ზანგილანს შორის სარკინიგზო ხაზი რაც შეიძლება ადრე გაიხსნება. მისივე თქმით, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ლოკაციაზე უნდა აწარმოონ ერთობლივი მონიტორინგი. 

„იმედი მაქვს, რომ საკომუნიკაციო ხაზი ნახიჩევანსა და ზანგილანს შორის ამოქმედდება რაც შეიძლება ჩქარა, მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის გაშვების შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთს, ნახიჩევანსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო კავშირის განმტკიცების თვალსაზრისით“, -განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

ბაქო-ნახიჩევან-თურქეთის რკინიგზის BTK- სთან ინტეგრაცია განიხილება. მას შემდეგ რაც ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობა დაანონსდა, ექსპერტების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ საქართველო აღმოჩნდებოდა რკინის აბრეშუმის გზის მიღმა, თუმცა ლოგისტიკის ექსპერტების ნაწილს სჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენად მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მისი კონკურენცია და სატრანზიტო ფუნქციის შესუსტება საფუძველს მოკლებულია.

იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს აბრეშუმის გზის რუკაზე ანგარიშგასაწევ მოთამაშედ, სპეციალისტების განმარტებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო ყარსის რკინიგზაზე, რასაც ითვალისწინებს აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულება, რადგან მათი მტკიცებით, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს უცხოური ინვესტიციები. ასევე, ახალქალაქის რკინიგზის სადგური უნდა გახდეს საყრდენი პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული და რუსული სარკინიგზო სისტემების უმაღლეს დონეზე შეპირაპირებას.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც აიაფებს ტვირთს და საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი უკვე იქნა გადაზიდული. 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU). მათ შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში BTK-თი გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU)

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველა დეტალი, თუ როგორ მუშაობს, რა ეკონომიკური ეფექტი აქვს საქართველოსთვის, პარტნიორი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, იკითხეთ, report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system