თავში

ნახშიროჟანგისგან საპნის დამზადებაა შესაძლებელი

ნახშიროჟანგისგან საპნის დამზადებაა შესაძლებელი
ნახშიროჟანგისგან საპნის დამზადებაა შესაძლებელი

მას შემდეგ, რაც ნახშირორჟანგის რაოდენობამ დედამიწაზე სახიფათო მასშტაბს მიაღწია, მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს ფიქრი მის საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებაზე.

2 წლიანი ფიქრის შედეგად, მეცნიერმა ჯეისონ კარდიფმა დაამტკიცა, რომ კარბონის დიოქსიდი საპნის დასამზადებლად შეიძლება გამოვიყენოთ. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, მან ექსპერიმენტები ჩაატარა. საკუთარი ხაზის ხელნაკეთი საპნები აურია პოტაზას, რომელსაც აქტიურად იყენებს საპნის წარმოების თანამედროვე ინდუსტრია. ის შეიცავს საწარმოო მარილს და თხევად კალიუმს, რაც საუკეთესო ქომიური ნაერთია ბაქტერიებთან და ლაქებთან ბრძოლისთვის.

ის, რომ კარბონის დიოქსიდი პოტაზას ერწყმის, მეცნიერმა უკვე დაამტკიცა. ახლა მიმდინარეობნს მუშაობა იმაზე, თუ რა პროპორციებით უნდა შეერიოს ეს ნაერთები ერთმანეთს და რა სახე ექნება საბოლოო პროდუქტს.

საპნის დამზადების რეცეპს კომპანია All Things Jill - ი დააპატენტებს.

საპნის დამზადების ინოვაციურ რეცეპტზე მუშაობს კანადური კომპანია Clean02. მას აქვს ამბიცია საკუთარი უნიკალური ტექნოლოგიით CO2 გამოიყენის საპნისა და სხვა სარეცხი საშუალებების დასამზადებლად. მას გამოიყენებენ ასევე სასოფლო-სამეურნეო სექტორში და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში.

წყარო: CBC

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system